Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴘოთა Ⴐუსთაველი
Чтение книги онлайн.

Читать онлайн книгу Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - Ⴘოთა Ⴐუსთაველი страница 29

СКАЧАТЬ ვაება, მტერთა – ხსენება იშისა.

      «Ⴋე წელიწდამდის ბნელსა ვჯე საწუთრო-გაცუდებული,

      Ⴃღისით და ღამით ვვაებდი, ვერვისგან სულ-დაღებული;

      Ⴂაყვანად ხასნი მოვიდეს, მითხრეს მეფისა მცნებული,

      Ⴄბრძანა: «Ⴘვილო Ⴒარიელ, ნუ ხარ შავითა ღებული.

      «Ⴙვენ უფრო გვტკივის იგი, ვინ დაგვაკლდა სწორად თავისა».

      Ⴀსი ებოძა საჭურჭლე, ებრძანა ახდა შავისა,

      Ⴁოძება მისეულისა სრულისა საკარგავისა:

      «Ⴘენ გქონდეს ამირბარობა, ქმნა მისვე საურავისა»

      «Ⴀვენთი, დამწვეს მამისა სახმილთა დაუშრტობელთა;

      Ⴓკუნით გამომიყვანეს ხასთა მათ წინა მდგომელთა;

      Ⴂამოსლვისათვის ზეიმი შექმნეს Ⴈნდოეთს მფლობელთა,

      Ⴘორს მომეგებნეს, მაკოცეს პატივით ვითა მშობელთა.

      «Ⴋათ საჯდომთა ახლოს დამსვეს, პატივს მცემდეს ძისა დარად,

      Ⴋის ხელისა საურავი მათ ორთავე მითხრეს წყნარად;

      Ⴓრჩ ვექმენ და მისეულთა წესთა ქცევა მიჩნდა ზარად.

      Ⴀრ მომეშვნეს, დავჰმორჩილდი, თაყვანის-ვეც ამირბარად.

      «Ⴀღარა ვიცი, დამვიწყდეს, თუცა დიადი წელია;

      Ⴂიამბო ჩემი ამბავი, განა რაზომცა ძნელია!

      Ⴚრუ და მუხთალი სოფელი მიწყივ ავისა მქმნელია,

      Ⴋისთა ნაკვესთა წინწალი დამეცეს ხანგრძლად მწველია»

      Ⴀმბავი Ⴒარიელის გამიჯნურებისა

      Ⴉვლა დაიწყო თქმა ამბისა მან, რა ხანი მოიტირა:

      «Ⴃღესა ერთსა მე და მეფე მოვიდოდით, გვენადირა;

      Ⴋიბრძანა, თუ: «Ⴕალი ვნახოთ», ხელი ხელსა დამიჭირა.

      Ⴋის ჟამისა მხსენებელი მე სულდგმული არ გიკვირა?!

      «Ⴁაღჩა ვნახე უტურფესი ყოვლისავე სალხინოსა:

      Ⴋფრინველთაგან ხმა ისმოდა უამესი სირინოსა;

      Ⴋრავლად იყო სარაჯები ვარდის წყლისა აბანოსა.

      Ⴉარსა ზედა მოჰფარვიდა ფარდაგები ოქსინოსა».

      Ⴋეფემან ახმა დურაჯთა მითხრა მიტანად ქალისა,

      Ⴂამოვუხვენ და წავედით ჩემად СКАЧАТЬ