Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴘოთა Ⴐუსთაველი
Чтение книги онлайн.

Читать онлайн книгу Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - Ⴘოთა Ⴐუსთაველი страница 27

СКАЧАТЬ მოველი მისგან აროდეს ლხენასა,

      Ⴅისგან შევუცავ სევდათა, სისხლისა ღვართა დენასა.

      «Ⴈნდოეთს შვიდთა მეფეთა ყოვლი კაცი ხართ მცნობელი:

      Ⴄქვსი სამეფო Ⴔარსადანს ჰქონდა, თვით იყო მპყრობელი,

      Ⴓხვი, მდიდარი, უკადრი, მეფეთა ზედა მფლობელი,

      Ⴒანად ლომი და პირად მზე, ომად მძლე, რაზმთა მწყობელი.

      «Ⴋამა-ჩემი ჯდა მეშვიდე, მეფე მებრძოლთა მზარავი,

      Ⴑარიდან ერქვა სახელად, მტერთა სრვად დაუფარავი;

      Ⴅერვინ ჰკადრებდის წყენასა, ვერ ცხადი, ვერცა მპარავი;

      Ⴌადირობდის და იშვებდის საწუთრო-გაუმწარავი

      «Ⴞალვა მოსძულდა, შეექმნა გულს კაეშანთა ჯარები.

      Ⴇქვა: «Ⴜამიღია მტერთაგან ძლევით ნაპირთა არები,

      Ⴗოვლგნით გამისხმან, მორჭმით ვზი, მაქვს ზეიმი და ზარები»;

      Ⴁრძანა: «Ⴜავალ და მეფესა Ⴔარსადანს შევეწყნარები»

      «Ⴞალვა მოსძულდა, შეექმნა გულს კაეშანთა ჯარები.

      Ⴇქვა: «Ⴜამიღია მტერთაგან ძლევით ნაპირთა არები,

      Ⴗოვლგნით გამისხმან, მორჭმით ვზი, მაქვს ზეიმი და ზარები»;

      Ⴁრძანა: «Ⴜავალ და მეფესა Ⴔარსადანს შევეწყნარები».

      «Ⴔარსადანს წინა დაასკვნა გაგზავნა მოციქულისა,

      Ⴘესთვალა: «Ⴘენ გაქვს მეფობა Ⴈნდოეთისა სრულისა;

      Ⴀწ მე მწადს, თქვენსა წინაშე მეცა ვცნა ძალი გულისა,

      Ⴑახელი დარჩეს ჩემისა ერთგულად ნამსახურისა».

      «Ⴔარსადან შექმნა ზეიმი ამა ამბისა მცნობელმან.

      Ⴘესთვალა: «Ⴖმერთსა მადლობა შევსწირე ხმელთა მფლობელმან,

      Ⴐათგან ეგე ჰქმენ მეფემან, ჩემებრ Ⴈნდოეთს მჯდომელმან.

      Ⴀწ მოდი, ასრე პატივ გცე, ვითა ძმამან და მშობელმან».

      «Ⴄრთი სამეფო, საკარგყმო, უბოძა ამირბარობა.

      Ⴇვით ამირბარსა Ⴈნდოეთს აქვს ამირ-სპასალარობა.

      Ⴋეფე რა დაჯდა, არა სჭირს ხელისა მიუმცთარობა;

      Ⴑხვად პატრონია, მართ ოდენ არა აქვს კეისარობა.

      «Ⴇვით მეფემან მამა-ჩემი დაიჭირა СКАЧАТЬ