Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴘოთა Ⴐუსთაველი
Чтение книги онлайн.

Читать онлайн книгу Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - Ⴘოთა Ⴐუსთაველი страница 24

СКАЧАТЬ მაგითა ვერას არგებ, დღეთა შენთა ცუდად ჰლევ რად?

      «Ⴗოვლი პირი ქვეყანისა ერთობ სრულად მოგივლია,

      Ⴄრთი კაცი შემაქცევრად შენად ვითა დაგელია?

      Ⴂეახლოს და არ გაშმაგდე, თუცა ჭირი არ გაკლია;

      Ⴘენ მოჰკვდე და იგი წახდეს, ესე შენთვის რა მადლია?»

      Ⴓბრძანა: «Ⴃაო, ეგეა მსგავსი შენისა გულისა,

      Ⴋაგრა არ არის ქვეყანად წამალი ამა წყლულისა!

      Ⴅის ძალ-აქვს პოვნა კაცისა, თვით სოფლად არ-მოსრულისა?

      Ⴙემი ლხინია სიკვდილი, გაყრა ხორცთა და სულისა

      «Ⴖმერთმან სხვაცა ეტლსა ჩემსა სადმცა კაცი რად დაბადა,

      Ⴑიახლე და საუბარი თუმცა მისი მე მეწადა!

      Ⴅინმცა გასძლნა ჭირნი ჩემნი, ანუ ვინმცა შეეცადა?

      Ⴘენგან კიდე ხორციელი, დაო, მივის არასადა».

      Ⴕალმან ჰკადრა: «Ⴀრ გამიწყრე, ვიშიშვი და ვიაჯ დია;

      Ⴐათგან Ⴖმერთსა ვაზირობა შენი ჩემზედ მოუგდია,

      Ⴅერ დავმალავ უკეთესსა, რაცა საქმე გამიცდია.

      Ⴀრა ვარგა უსაზომო, თავი ზომსა გარდგიხდია».

      Ⴗმამან უთხრა: «Ⴐას მენუკვი, არა ვიცი, გამიცხადე.

      Ⴉაცი ჩემად სამსახურად უღმრთოდ მემცა ვით დავბადე!

      Ⴖმერთსა ჩემი უბედობა უნდა, მემცა რას ვეცადე!

      Ⴂანაღამცა გავნადირდი, თავი ასრე გავიხადე».

      Ⴕალმან კვლა ჰკადრა: «Ⴂაგსაჯე მეტითა შეგონებითა,

      Ⴋაგრა თუ კაცი მოგგვარო, მოგყვეს თავისა ნებითა,

      Ⴈგი გეახლოს, ილხენდე მისითა შემეცნებითა,

      Ⴔიცე, არ მოჰკლა, არ იყო, არ, სავნებლისა ვნებითა».

      Ⴗმამან უთხრა: «Ⴇუ მიჩვენებ, ვნახავ, დიდად გავიხარებ,

      Ⴑიყვარულმან მისმან, ვისთვის ხელი მინდორს თავსა ვარებ,

      Ⴀრას ვუზამ უგემურსა, არაოდეს გავამწარებ;

      Ⴐაცა ჩემგან ეამების, ვაამებ და შევიყვარებ»

      Ⴘეყრა Ⴒარიელისა და Ⴀვთანდილისა

      Ⴕალი ადგა და წავიდა მის ყმისა მოსაყვანებლად;

      «Ⴀრ ეწყინაო», უამბობს, არს მისად მაგულვანებლად,

      Ⴞელი СКАЧАТЬ