Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴘოთა Ⴐუსთაველი
Чтение книги онлайн.

Читать онлайн книгу Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - Ⴘოთა Ⴐუსთაველი страница 26

СКАЧАТЬ გული ჩემი ვინ დაბინდა;

      Ⴃამიგდია სამსახური, იგი იქმნას, რაცა გინდა;

      Ⴈაგუნდი ეგრეცა სჯობს, ათასჯერმცა მინა მინდა,

      Ⴘენ გეახლო სიკვდილამდის, ამის მეტი არა მინდა!»

      Ⴒარიელ უთხრა: «Ⴋე შენი გული აწ მემხურვალების;

      Ⴋიკვირს, თუ: ნაცვლად მაგისად შენ ჩემი რა გევალების!

      Ⴋაგრა წესია, მიჯნური მიჯნურსა შეებრალების,

      Ⴘენ საყვარელსა გაგყარო, ესე რად გენაცვალების!

      «Ⴜამოსრულხარ ჩემად ძებნად, პატრონისა სამსახურად;

      Ⴖმერთმან ქმნა და გიპოვნივარ, შენცა ცდილხარ მამაცურად.

      Ⴋაგრა ჩემსა რა გიამბობს, გამოჭრილვარ ასრე თუ რად!

      Ⴋე თუ ვიტყვი, დამწვავს ცეცხლი ცხელი, შემიქმს ალად, მურად».

      Ⴀსმათ უთხრა: «Ⴚრემლით, ლომო, მაგა ცეცხლსა რა ერგების!

      Ⴋე ვითა ვთქვა წვევა თქმისა, რათგან ეგრე არ ეგების!

      Ⴅხედავ, ესე ხელი ვინმე მოყმე შენთვის წაეგების,

      Ⴚნას მიზეზი შენთა წყლულთა, ქმნას, რა ღონე დაედების

      «Ⴋეხვეწებოდა, ლამოდა ჩემგან რასამე სმენასა;

      Ⴌუთუ ყოს Ⴖმერთმან გაძლება, მემცა ვით მივეც ენასა!

      Ⴇუ რას სცნობს, ვეჭობ ამისგან თქვენსა რასამე ლხენასა.

      Ⴀრს უკეთესი, რაცაღა სწადს განგებასა ზენასა».

      Ⴀმას დაყმუნდა Ⴒარიელ დამწვარი, დაალებული;

      Ⴀსმათს უბრძანა: «Ⴋას აქათ შენ ხარ ჩემთანა ხლებული;

      Ⴐად არა იცი, უწამლო არს ლები ესე ლებული!

      Ⴉვლა ესე ყმა მწვავს მტირალი, ცრემლითა დავალებული.

      «Ⴉაცმან ვით პოვოს, Ⴖმრთისაგან რაც არა დანაბადია!

      Ⴋით გული ჩემი სახმილმან აწ ასრე დანაბა დია,

      Ⴉვლა გზასა მიკრავს, მიჭირავს, მითქს ბადე დანაბადია;

      Ⴀწ ლხინთა ნაცვლად სოფლისა ჩალა მაქვს და ნაბადია.

      «Ⴋაგრა Ⴖმერთმან მოწყალემან მით სახითა ერთით მზითა

      Ⴍრი მისი მოწყალება დღესცა მომცა ამა გზითა:

      Ⴎირველ, შეჰყრის მოყვარულთა ჩემით რათმე მიზეზითა,

      Ⴉვლა, СКАЧАТЬ