Название: Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე
Автор: Ⴘოთა Ⴐუსთაველი
Издательство: Издательские решения
Жанр: Современная русская литература
isbn: 9785449043443
isbn:
Ⴠე, Ⴖმერთო ერთო, შენ შეჰქმენ სახე ყოვლისა ტანისა,
Ⴘენ დამიფარე, ძლევა მეც დათრგუნვად მე სატანისა,
Ⴋომეც მიჯნურთა სურვილი, სიკვდიდმდე გასატანისა,
Ⴚოდვათა შესუბუქება, მუნ თანა წასატანისა.
Ⴅის ჰშვენის, – ლომსა, – ხმარება შუბისა, ფარ-შიმშერისა,
Ⴋეფისა მზის Ⴇამარისა, ღაწვ-ბადახშ, თმა-გიშერისა, —
Ⴋას, არა ვიცი, შევჰკადრო შესხმა ხოტბისა, შე, რისა?
Ⴋისთა მჭვრეტელთა ყანდისა მირთმა ხამს მართ, მი, შერისა.
Ⴇამარს ვაქებდეთ მეფესა სისხლისა ცრემლ-დათხეული,
Ⴅთქვენი ქებანი ვისნი მე არ-ავად გამორჩეული.
Ⴋელნად ვიხმარე გიშრის ტბა და კალმად მე ნა რხეული,
Ⴅინცა ისმინოს, დაესვას ლახვარი გულსა ხეული.
Ⴋიბრძანეს მათად საქებრად თქმა ლექსებისა ტკბილისა,
Ⴕება წარბთა და წამწამთა, თმათა და ბაგე-კბილისა,
Ⴁროლ-ბადახშისა თლილისა, მის მიჯრით მიწყობილისა.
Ⴂასტეხს ქვასაცა მაგარსა გრდემლი ტყვიისა ლბილისა.
Ⴀწ ენა მინდა გამოთქმად, გული და ხელოვანება, —
Ⴛალი მომეც და შეწევნა შენგნით მაქვს, მივსცე გონება;
Ⴋით შევეწივნეთ Ⴒარიელს, ტურფადცა უნდა ხსენება,
Ⴋათ სამთა გმირთა მნათობთა სჭირს ერთმანერთის მონება.
Ⴋო, დავსხდეთ, Ⴒარიელისთვის ცრემლი გვდის შეუშრობელი;
Ⴋისებრი მართ დაბადებით ვინმცა ყოფილა შობილი!
Ⴃავჯე, Ⴐუსთველმან გავლექსე, მისთვის გულს ლახვარ-სობილი,
Ⴀქამდის ამბად ნათქვამი, აწ მარგალიტი წყობილი.
Ⴋე, Ⴐუსთველი ხელობითა, ვიქმ საქმესა ამა დარი:
Ⴅის ჰმორჩილობს ჯარი სპათა, მისთვის ვხელობ, მისთვის მკვდარი;
Ⴃავუძლურდი, მიჯნურთათვის კვლა წამალი არსით არი,
Ⴀნუ მომცეს განკურნება, ანუ მიწა მე სამარი.
Ⴄსე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები,
Ⴅით მარგალიტი ობოლი, ხელის-ხელ საგოგმანები,
Ⴅპოვე და ლექსად გარდავთქვი, საქმე ვქმენ საჭოჭმანები,
Ⴙემმან ხელ-მქმნელმან დამმართოს ლაღმან და ლამაზმან ნები.
Ⴇვალთა, მისგან უნათლოთა, ენატრამცა ახლად ჩენა;
Ⴀჰა, გული გამიჯნურდა, მიჰხვდომია ველთა რბენა!
Ⴋიაჯეთ ვინ, ხორცთა დაწვა კმა არს, მისცეს სულთა ლხენა.
Ⴑამთა ფერთა საქებელთა ლამის ლექსთა უნდა ვლენა.
Ⴐაცა ვის რა ბედმან მისცეს, დასჯერდეს და მას უბნობდეს:
Ⴋუშა მიწყივ მუშაკობდეს, მეომარი გულოვნობდეს;
Ⴉვლა მიჯნურსა მიჯნურობა უყვარდეს და გამოსცნობდეს,
Ⴀრცა ვისგან დაიწუნოს, არცა სხვათა უწუნობდეს.
Ⴘაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი,
Ⴑაღმრთო, საღმრთოდ გასაგონი, მსმენელთათვის დიდი მარგი,
Ⴉვლა აქაცა ეამების, ვინცა ისმენს კაცი ვარგი;
Ⴂრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი.
Ⴅითა ცხენსა შარა გრძელი და გამოსცდის დიდი რბევა,
Ⴋობურთალსა – მოედანი, მართლად ცემა, მარჯვედ ქნევა,
Ⴋართ აგრევე მელექსესა – ლექსთა გრძელთა თქმა და ხევა,
Ⴐა მისჭირდეს საუბარი და დაუწყოს ლექსმან ლევა.
Ⴋაშინღა ნახეთ მელექსე და მისი მოშაირობა,
Ⴐა ვეღარ მიჰხვდეს ქართულსა, დაუწყოს СКАЧАТЬ