Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴘოთა Ⴐუსთაველი
Чтение книги онлайн.

Читать онлайн книгу Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - Ⴘოთა Ⴐუსთაველი страница 33

СКАЧАТЬ მივართვი რჩეული თვალი ოქროსა ჯამითა;

      Ⴋან მითხრა: «Ⴀრა, არ მინდა, ვარ გამაძღარი ამითა».

      Ⴄრთი აიღო ბეჭედი, მართ აწონილი დრამითა:

      «Ⴄსე კმა ნიშნად, სავსე ვარ სხვად ხელის შესაბამითა».

      Ⴕალი ადგა, წამოვიდა; მე ლახვართა გულსა მრიდეს,

      Ⴊხინმან ბნელი განმინათლა, დაშრტეს, ცეცხლნი რომე მწვიდეს;

      Ⴘევე დავჯე ნადიმადვე, ჩემნი სწორნი სადა სმიდეს.

      Ⴋხიარულმან საბოძვარი გავეც, ზამი გაადიდეს»

      Ⴜიგნი Ⴒარიელისა ხატაელთანა

      «Ⴂავგზავნე კაცი Ⴞატაეთს და წიგნი ჩემ-მაგიერი;

      Ⴋივსწერე: «Ⴋეფე Ⴈნდოთა არისმცა ღმრთულებრ ძლიერი:

      Ⴋათი ერთგული გაძღების ყოველი სული მშიერი,

      Ⴅინცა ურჩ ექმნას, იქმნების თავისა არ-მადლიერი.

      «Ⴙვენო ძმაო და პატრონო, თქვენგან არ გავიმწარებით;

      Ⴄსე რა ჰნახოთ ბრძანება, აქამცა მოიარებით;

      Ⴇქვენ თუ არ მოხვალთ, ჩვენ მოვალთ, ზედა არ მოგეპარებით.

      Ⴑჯობს, რომე გვნახნე, თავისა სისხლთა ნუ ეზიარებით».

      «Ⴉაცნი გავგზავნენ, მე გულსა უფრო მომეცა ლხინები,

      Ⴃარბაზს ვიშვებდი, დამევსო ცეცხლი წვად მოუთმინები;

      Ⴋაშინ სოფელმან საწუთრო მიუხვის, რაცა ვინები,

      Ⴀწ ხელ-მქმნა, რომე საახლოდ მხეცთაცა მოვეწყინები.

      «Ⴎირველ გაჭრისა პირება, მერმე დაწყნარდეს ცნობანი;

      Ⴙემთა სწორთაგან იყვნიან ჩემს წინა ნადიმობანი,

      Ⴋაგრა დამშლიდეს ლხინთაგან სურვილთა დიადობანი;

      Ⴆოგჯერ შემცვიან სევდათა, ვთქვნი საწუთროსა გმობანი».

      Ⴌესტანისაგან Ⴒარიელის ხმობა

      «Ⴃღესა ერთსა საწოლს მოვე მეფისა სრით წამოსრული,

      Ⴅჯე და მასვე ვიგონებდი, არ მიეცა თვალთა რული;

      Ⴜიგნი მქონდა საიმედო, ამად ვიყავ მხიარული;

      Ⴉარსა მცველმან მონა უხმო, უთხრა რამე დაფარული».

      «Ⴋონააო Ⴀსმათისი», საწოლს ვუთხარ შემოყვანა.

      Ⴋოეწერა: «Ⴂიბრძანებსო», ვისი მესვა СКАЧАТЬ