Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴘოთა Ⴐუსთაველი
Чтение книги онлайн.

Читать онлайн книгу Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - Ⴘოთა Ⴐუსთაველი страница 25

СКАЧАТЬ style="font-size:15px;">      Ⴋე ვარ არაბი, Ⴀრაბეთს არს ჩემი დარბაზებია,

      Ⴋიჯნურობითა დამწვარვარ, ცეცხლი უშრეტი მგზებია.

      «Ⴋე პატრონისა ჩემისა ასული შემყვარებია;

      Ⴇვით მეფედ მათად მას ხედვენ მონები მკლავ-მაგრებია.

      Ⴇუცა არ მიცნობ, გინახავ, თავი ვით გიაზრებია,

      Ⴂახსოვსცა, ოდეს დაჰხოცე მონები არ-საპყრებია?

      «Ⴘენ მინდორს გნახეთ გაჭრილი, ჩვენ ზედა გარდგეკიდენით,

      Ⴎატრონი ჩემი გაგიწყრა, ჩვენ ხაფად წაგეკიდენით,

      Ⴂიხმეთ, არ მოხველ, ლაშქარნი უკანა გამოგკიდენით,

      Ⴘენ ველნი წითლად შეჰღებენ სრულად სისხლისა მიდენით.

      «Ⴗველაკასა მათრახითა თავი უხრმლოდ გარდაჰკვეთეთ.

      Ⴋეფე შეჯდა, დაგვეკარგე, კვალი შენი ვერ მოვკვეთეთ,

      Ⴅითა ქაჯი დაგვემალე, მონებიცა დავაფეთეთ,

      Ⴀმან უფრო დაგვაშმაგნა, თავი სრულად გავაშეთეთ.

      «Ⴝმუნვა შეექმნა, თქვენც იცით, ხელმწიფე ნებიერია.

      Ⴋოგნახეს, გძებნეს ყოველგან, მათ რუკა დაუწერია,

      Ⴅერ ნახეს შენი მნახავი ვერცა ყმა, ვერცა ბერია;

      Ⴀწ გამომგზავნა, რომელსა ვერ მზე ჰგავს, ვერ ეთერია

      «Ⴋიბრძანა: «Ⴋიცან ამბავი მის ყმისა წარხდომილისა,

      Ⴋაშინ ვარ მქმნელი საქმისა, მის შენგან მონდომილისა».

      Ⴑამ წლამდის მითხრა დადენა უმისოდ ცრემლთა მილისა.

      Ⴀრ გიკვირს, გავძელ ვერ-ჭვრეტა მისისა მე ღიმილისა?!

      «Ⴀქანამდის მნახავიცა კაცი შენი არ მენახა;

      Ⴕურდნი ვნახენ, რომე თქვენთვის სიტყვა რამე გაემკვახა;

      Ⴋათრახითა ჩამოგეგდო ერთი, მკვდართა დაგესახა;

      Ⴋათ მასწავლეს, ძმა რომელთა სულ-მობრძავი სამე, გლახ, ა».

      Ⴒარიელსცა აეხსენა ომი მათი მაშინდელი,

      Ⴈტყვის: «Ⴋახსოვს ეგე საქმე, თუმცა არის ადრინდელი;

      Ⴄრთგან გნახენ ნადირობას შენ და შენი მე გამზრდელი;

      Ⴋით ვტიროდი, მომეგონა მე, გლახ, ჩემი წარმწყმედელი.

      «Ⴐას СКАЧАТЬ