Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴘოთა Ⴐუსთაველი
Чтение книги онлайн.

Читать онлайн книгу Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - Ⴘოთა Ⴐუსთაველი страница 31

СКАЧАТЬ თხრობასა?

      Ⴋიუყოლობა არ ვარგა, დამწამებს უზრახობასა,

      Ⴙემგან იმედსა გარდასწყვედს, მერმე დამიწყებს გმობასა».

      Ⴃავწერე, რაცა პასუხად ჰმართებდა აშიკობასა.

      «Ⴃღენი გამოხდეს და გული უფრორე დამწვეს კვლავ ალთა,

      Ⴅეღარ ვუჭვრეტდი ლაშქართა, მინდორს თამაშად მავალთა;

      Ⴃარბაზს ვერ მივე; მკურნალთა დამიწყეს მოსლვა მრავალთა,

      Ⴋაშინ დავიწყე გარდახდა სოფლისა ლხინთა და ვალთა

      «Ⴋათ ვერა მარგეს, მე გულსა ბინდი დამეცა ბნელისა,

      Ⴑხვამან ვერავინ შემატყო დება ცეცხლისა ცხელისა;

      Ⴑისხლი დამწამეს; მეფემან ბრძანა გახსნევა ხელისა.

      Ⴂავიხსენ ფარვად პატიჟთა, არვისგან საეჭველისა.

      «Ⴞელ-გახსნილი, სევდიანი, საწოლს ვიყავ თავის წინა;

      Ⴙემი მონა შემოვიდა, შევხედე, თუ თქვას: რა მინა.

      «Ⴋონააო Ⴀსმათისი»; შემოყვანა ვუთხარ შინა.

      Ⴂულსა შინა დავუზრახე: «Ⴐა მპოვაო, ანუ ვინა?!»

      «Ⴋონამან წიგნი მომართვა, მე წავიკითხე ნებასა;

      Ⴜიგნსა შევატყევ, ლამობდა შეყრისა მოსწრაფებასა;

      Ⴎასუხად ვსწერდი: «Ⴏამია, მართალ ხარ გაკვირვებასა;

      Ⴋოვალ, თუ მიხმობ, მე ნუ მეჭვ მოსლვისა დაზარებასა».

      «Ⴂულსა ვარქვი, თუ: «Ⴊახვარნი ეგე ვით დაგაღონებენ?

      Ⴀმირბარი ვარ, ხელმწიფე, სრულად ინდონი მმონებენ;

      Ⴀზრად შეიქმენ, საქმესა ათასჯერ შეაწონებენ,

      Ⴇუ შეიგებენ, მე მათთა არეთა არ მარონებენ».

      «Ⴉაცი მოვიდა მეფისა: «Ⴑწადსო ამბისა სმინება».

      Ⴋოყვანა ვუთხარ; ებრძანა: «Ⴕმნაცა სისხლისა დინება?»

      Ⴋე ვჰკადრე: «Ⴞელი გავიხსენ, დამიწყო მოჯობინება,

      Ⴜინაშე მოვალ, ამისთვის კვლა უფრო მმართებს ლხინება».

      «Ⴃარბაზს მივე. Ⴋეფე ბრძანებს: «Ⴀმის მეტსა ნუ იქმ, აბა!»

      Ⴚხენსა შემსვა უკაპარჭო, წელთა არა არ შემაბა,

      Ⴘეჯდა, ქორნი მოუტივნა, დურაჯები დაინაბა,

      Ⴋშვილდოსანნი СКАЧАТЬ