Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴘოთა Ⴐუსთაველი
Чтение книги онлайн.

Читать онлайн книгу Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - Ⴘოთა Ⴐუსთაველი страница 30

СКАЧАТЬ ჭკუასა ბრძენთასა, რომელნი ეურჩებიან.

      Ⴈსმენდი ჩემთა ამბავთა, თუ სულნი შე-ღა-მრჩებიან.

      «Ⴃურაჯნი მივსცენ, გავიღე სხვა ვერა გზაღა თავისა,

      Ⴃავეცი, დავბნდი, წამიხდა ძალი მხართა და მკლავისა,

      Ⴐა სულად მოვე, შემესმა ხმა ტირილისა და ვისა:

      Ⴂარე მომრტყმოდეს ჯალაბნი, ვითა ჩამსხდომნი ნავისა.

      «Ⴘიგან ვწევ დიდთა დარბაზთა ტურფითა საგებელითა,

      Ⴆედ დამტიროდეს მეფენი ცრემლითა უშრობელითა,

      Ⴎირსა იხოკდეს ხელითა, ღაწვისა გამპობელითა.

      Ⴋუყრნი მოასხნეს, სენითა მთქვეს გამაბელზებელითა

      «Ⴋე რა მნახა თვალ-ახმული, მეფე ყელსა მომეხვია,

      Ⴚრემლით მითხრა: «Ⴘვილო, შვილო, ცოცხალ ხარ-ღა? Ⴑიტყვა თქვია!»

      Ⴋე პასუხი ვერა გავეც, ვითა შმაგი, შევკრთი დია,

      Ⴉვლა დავეცი დაბნედილი, გულსა სისხლი გარდმეთხია.

      «Ⴑრულნი მუყრნი და მულიმნი მე გარე შემომცვიდიან;

      Ⴋათ ხელთა ჰქონდა მუსაფი, ყოველნი იკითხვიდიან;

      Ⴋტერ-დაცემული ვეგონე, არ ვიცი, რას ჩმახვიდიან.

      Ⴑამ დღემდის ვიყავ უსულოდ, ცეცხლნი უშრეტნი მწვიდიან.

      «Ⴀქიმნიცა იკვირვებდეს: «Ⴄსე სენი რაგვარია?

      Ⴑამკურნალო არა სჭირს რა, სევდა რამე შემოჰყრია».

      Ⴆოგჯერ შმაგად წამოვიჭრი, სიტყვა მცთარი წამერია.

      Ⴃედოფალი ზღვასა შეიქმს, მას რომ ცრემლი დაუღვრია.

      «Ⴑამსა დღესა დარბაზს ვიყავ, არ ცოცხალი, არცა მკვდარი;

      Ⴋერმე ცნობა მომივიდა, მივჰხვდი რასმე მიუმხვდარი;

      Ⴅთქვი, თუ: «Ⴠაი, რაშიგან ვარ მე, სიცოცხლე-გარდამხდარი!»

      Ⴇმობა ვსთხოვე შემოქმედსა, ვჰკადრე სიტყვა სამუდარი.

      «Ⴅთქვი, თუ: «Ⴖმერთო, ნუ გამწირავ, აჯა ჩემი შეისმინე,

      Ⴋომეც ძალი დათმობისა, ცოტად ვითმე აღმადგინე,

      Ⴀქა ყოფა გამამჟღავნებს, სახლსა ჩემსა მიმაწვინე!»

      Ⴋანვე ქმნა და მო-რე-ვჯობდი, გული წყლული გავარკინე.

      «Ⴋე წამოვჯე. Ⴋეფისაგან СКАЧАТЬ