Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴘოთა Ⴐუსთაველი
Чтение книги онлайн.

Читать онлайн книгу Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - Ⴘოთა Ⴐუსთაველი страница 32

СКАЧАТЬ თუმც იცოდა, წყნარად ზისმცა!»

      «Ⴘევე, დავჯე ტახტსა ზედა; ქალი მოდგა ნოხთა პირსა,

      Ⴙემსა ახლოს დასაჯდომად თავი მისი არ აღირსა;

      Ⴅარქვი: «Ⴋანდა რად ჰზი შენ, თუ სიყვარული ჩემი გჭირსა?»

      Ⴋან პასუხი არა მითხრა, ჩემთვის ჰგვანდა სიტყვა-ძვირსა

      «Ⴋითხრა: «Ⴃღე ეგე სირცხვილად მედების გულსა ალობა:

      Ⴂგონია, ჩემგან წინაშე მაგისთვის მომავალობა,

      Ⴋაგრა აწ მიდებს იმედსა შენგან ცდისაღა მალობა.

      Ⴀმას თუ ღირს ვარ, ვერ ვიტყვი, მაკლია Ⴖმრთისა წყალობა».

      «Ⴀდგა, მითხრა: «Ⴇქვენს კრძალვასა ჩემგან ცნობა უბნევია;

      Ⴌუ მეჭვ, რაცა პატრონისა ბრძანებასა უთქმევია;

      Ⴄზომ დიდი შემართება გულსა მისსა უთნევია,

      Ⴀმან წიგნმან გაგაგონოს, ჩემთვის რაცა უთქმევია»

      Ⴜიგნი Ⴌესტან-Ⴃარეჯანისა საყვარელსა თანა მიწერილი პირველი

      «Ⴉწიგნი ვნახე, მისი იყო, ვისი მდაგავს ალი გულსა

      Ⴋოეწერა მზისა შუქსა: «Ⴌუ დაიჩნევ, ლომო, წყლულსა;

      Ⴋე შენი ვარ, ნუ მოჰკვდები, მაგრა ბნედა ცუდი მძულსა.

      Ⴀწ Ⴀსმათი მოგახსენებს ყველაკასა ჩემგან თქმულსა».

      «Ⴁედითი ბნედა, სიკვდილი რა მიჯნურობა გგონია?

      Ⴑჯობს, საყვარელსა უჩვენნე საქმენი საგმირონია!

      Ⴞატაეთს მყოფნი ყველანი ჩვენნი სახარაჯონია,

      Ⴀწ მათნი ჯავრნი ჩვენზედა ჩვენგან არ დასათმონია!

      «Ⴘენგან ჩემისა ქმრობისა წინასცა ვიყავ მნდომია,

      Ⴋაგრა აქამდის საუბრად კვლა ჟამი არ მომხდომია;

      Ⴛოღან ხელ-ქმნილსა გიჭვრეტდი კუბოსა შიგან მჯდომია,

      Ⴋანდა, ყველაი მასმია, რაცა შენ გარდაგხდომია.

      «Ⴋართლად გითხრობ, მომისმინე ესე, რაცა მოგახსენე:

      Ⴜა, შეები ხატაელთა, თავი კარგად გამაჩვენე;

      Ⴂიჯობს, ცუდად ნუღარა სტირ, ვარდი კვლამცა რად დასტენე?

      Ⴋზემან მეტი რაღა გიყოს, აჰა, ბნელი გაგითენე!»

      «Ⴀსმათი მეუბნებოდა უშიშრად, არ მეკრძალოდა;

СКАЧАТЬ