Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴘოთა Ⴐუსთაველი
Чтение книги онлайн.

Читать онлайн книгу Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - Ⴘოთა Ⴐუსთაველი страница 28

СКАЧАТЬ style="font-size:15px;">      «Ⴋე ხუთისა წლისა ვიყავ, დაორსულდა დედოფალი».

      Ⴄსე რა თქვა, ყმამან სულთქნა, ცრემლით ბრძანა: «Ⴘობა ქალი».

      Ⴃაბნედასა მიეწურა, Ⴀსმათ ასხა გულსა წყალი;

      Ⴇქვა: «Ⴋაშინვე მზესა ჰგვანდა, აწ მედების ვისგან ალი!

      «Ⴜიგნი წიგნსა ეწეოდა, დედოფალი ოდეს შობდა,

      Ⴋოციქული – მოციქულსა, Ⴈნდოეთი სრულად სცნობდა;

      Ⴋზე და მთვარე განცხრებოდეს, სიხარულით ცა ნათობდა;

      Ⴗოვლი არსად შემოსრული მხიარული თამაშობდა.

      «Ⴕება არ ითქმის ენითა, აწ ჩემგან ნაუბარითა.

      Ⴔარსადან დაჯდა ხარებად ზეიმითა და ზარითა;

      Ⴗოვლგნით მოვიდეს მეფენი ნიჭითა მრავალ-გვარითა.

      Ⴑაჭურჭლე გასცეს, აივსნეს ლაშქარნი საბოძვარითა

      «Ⴑაშობელი გაიყარა, ზრდა დაგვიწყეს მე და ქალსა.

      Ⴋართ მაშინვე ჰგვანდა იგი მზისა შუქთა ნასამალსა.

      Ⴅუყვარდით და სწორად ვუჩნდით მეფესა და დედოფალსა.

      Ⴀწ ვახსენებ, ვისგან ჩემი დაუდაგავს გული ალსა!»

      Ⴗმა დაბნდა, რა სახელისა ხსენებასა მიეწურა;

      Ⴀვთანდილსცა აეტირა, მისმან ცეცხლმან გულსა ჰმურა;

      Ⴕალმან სულად მოაქცია, მკერდსა წყალი დააპკურა.

      Ⴇქვა: «Ⴈსმენდი, მაგრა ჩემი სიკვდილისა დღე დასტურ ა.

      «Ⴋას ქალსა Ⴌესტან-Ⴃარეჯან იყო სახელად ხმობილი.

      Ⴘვიდისა წლისა შეიქმნა ქალი წყნარი და ცნობილი,

      Ⴋთვარისა მსგავსი, შვენებით მზისაგან ვერ-შეფრობილი;

      Ⴋისსა ვით გასძლებს გაყრასა გული ალმასი, წთობილი!

      «Ⴈგი ასრე მოიწიფა, მე შემეძლო შესლვა ომსა;

      Ⴋეფე ქალსა ვით ხედვიდა მეფობისა ქმნისა მწთომსა,

      Ⴋამასავე ხელთა მიმცეს, რა შევიქმენ ამა ზომსა;

      Ⴅბურთობდი და ვნადირობდი, ვით კატასა ვხოცდი ლომსა.

      «Ⴋეფემან სახლი ააგო, შიგან სამყოფი ქალისა;

      Ⴕვად ფაზარი სხდა, კუბო დგა იაგუნდისა, ლალისა,

      Ⴉარზედა ბაღჩა, საბანლად სარაჯი ვარდის წყალისა;

      Ⴈგი СКАЧАТЬ