Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴘოთა Ⴐუსთაველი
Чтение книги онлайн.

Читать онлайн книгу Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - Ⴘოთა Ⴐუსთაველი страница 23

СКАЧАТЬ თუ ცოდნა გწადიან ჩვენისა შენ სახელისა:

      Ⴒარიელ არის სახელი იმა მოყმისა ხელისა;

      Ⴋე Ⴀსმათ მქვიან, რომელსა წვა მაქვს ცეცხლისა ცხელისა,

      Ⴑულთქმა სულთქმისა ბევრისა, მაშა თუ არ ერთხელისა.

      «Ⴀმის მეტსა ვერას გითხრობ მე სიტყვასა ამისთანსა:

      Ⴈსი მინდორს არონინებს ტანსა მჭევრსა, მემაჯანსა,

      Ⴅჭამ, გლახ, მარტო ნადირისა მისგან ხორცსა მონატანსა,

      Ⴀწვე მოვა, არა ვიცი, თუ დაჰყოვნის დიდსა ხანსა.

      «Ⴀმას გვედრებ, მოიცადო თავი სხვაგან არსად არო;

      Ⴐა მოვიდეს, შევეხვეწო, ნუთუ ვით რა მოვაგვარო;

      Ⴄრთმანერთსა შეგამეცნნე, თავი შენი შევაყვარო,

      Ⴇვით გიამბოს საქმე მისი, საყვარელსა გაახარო»

      Ⴕალსა ყმამან მოუსმინა, დაჰმორჩილდა, დაჰრთო ნება.

      Ⴀმას ზედა მოიხედეს, ხევით ესმა ჩხაპუნება;

      Ⴋთვარე წყალსა გამოსრული ნახეს, შუქთა მოფინება,

      Ⴓკურიდეს, აღარა ქმნეს მუნ ხანისა დაყოვნება.

      Ⴕალმან უთხრა: «Ⴗმაო, მოგცა, ჟამად Ⴖმერთმან, რაცა გინა,

      Ⴋაგრა თავი უჩინო ქმენ, დამალული იყავ შინა;

      Ⴈმა ყმისა მეუნებლე ხორციელი არავინ ა;

      Ⴌუთუ ვით რა მოვაგვარო, შენი ნახვა არ ეწყინა».

      Ⴀვთანდილ ქალმან დამალა ქვაბს დამალვითა მალითა.

      Ⴈგი ყმა ცხენსა გარდაჰხდა, შვენოდა კაპარჭ-ხრმალითა;

      Ⴀტირდეს მაღლად ცრემლითა, ზღვათაცა შესამალითა,

      Ⴀვთანდილ სარკმლით უჭვრეტდა ჭვრეტითა იდუმალითა.

      Ⴀმარტის ფერად შეცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან.

      Ⴃიდხან იტირეს ყმამან და მან ქალმან შაოსანამან;

      Ⴘეხსნა, შეიღო აბჯარი, ცხენიცა შეიყვანა მან;

      Ⴃადუმდეს, ცრემლნი მოჰკვეთნა შავმან გიშრისა დანამან.

      Ⴀვთანდილ სარკმლით უჭვრეტდა, ტყვე, საკნით ნააზატები.

      Ⴋან ქალმან ქვეშე დაუგო ვეფხის ტყავისა ნატები;

      Ⴋას ზედა დაჯდა იგი ყმა, სულთქვამს ჭირ-მონამატები,

СКАЧАТЬ