Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴘოთა Ⴐუსთაველი
Чтение книги онлайн.

Читать онлайн книгу Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - Ⴘოთა Ⴐუსთაველი страница 22

СКАЧАТЬ ჩემი სამსახურად თუცა ავად მოგაწონე,

      Ⴋიჯნურისა შებრალება ხამს, ესეცა გაიგონე;

      Ⴑხვაგნით ყოვლგნით უღონო ვარ, არვინ არის ჩემი ღონე;

      Ⴑულთა მოგცემ გულისათვის, სხვა მეტიმცა რა გაქონე!»

      Ⴐა ქალსა მიჰხვდა ყმისაგან მიჯნურობისა სმინება,

      Ⴂულ-ამოხვინჩვით დაიწყო ას-კეცად ცრემლთა დინება,

      Ⴉვლა გაამაღლა ზახილით ტირილი, არ გაცინება.

      Ⴀვთანდილს Ⴖმერთმან წადილი მისცა, გულისა ლხინება.

      Ⴈტყვის, თუ: «Ⴀმა სიტყვითა მას ფერი შეეცვალების,

      Ⴅისთვისმე ცხელი უცილოდ მას ცრემლი ემალმალების».

      Ⴉვლა უთხრა: «Ⴃაო, მიჯნური მტერთაცა შეებრალების;

      Ⴄსეცა იცი, სიკვდილსა თვით ეძებს, არ ეკრძალების.

      «Ⴅარ მიჯნური, ხელი ვინმე, გაუწყვედლად სულთა დგმისად;

      Ⴙემმან მზემან გამომგზავნა საძებარად იმა ყმისად;

      Ⴖრუბელიცა ვერ მიჰხვდების, მე მისრულვარ სადა, მი, სად!

      Ⴂული თქვენი მიპოვნია, მისი შენდა, შენი მისად

      «Ⴋისი სახე გულსა ჩემსა ხატად ასრე გამოვხატე,

      Ⴋისთვის ხელმან, გამოჭრილმან, ლხინი ჩემი ვაალქატე

      Ⴍრისაგან ერთი მიყავ: ტყვე მქმენ, ანუ მააზატე,

      Ⴀნ მაცოცხლე, ანუ მომკალ, ჭირი ჭირსა მომიმატე».

      Ⴕალმან უთხრა ყმასა სიტყვა პირველისა უამესი:

      «Ⴄგე სიტყვა მოიგონე დია რამე უკეთესი.

      Ⴜეღან საქმე მტერობისა გულსა ჩემსა შთამოსთესი,

      Ⴀწ მოყვარე გიპოვნივარ, დისაგანცა უფრო დესი.

      «Ⴋაშა რათგან მიჯნურობა შენად ღონედ მოიგონე,

      Ⴀრ ეგების, ამას იქით თუმცა თავი არ გამონე,

      Ⴀრ შენ მოგეც თავი ჩემი, დაგაბნივე, დაგაღონე;

      Ⴘენთვის მოვკვდე, ამისებრი მემცა საქმე რა ვაღონე!

      «Ⴀწ რაცა გითხრა, თუ ამა საქმესა დამმორჩილდები,

      Ⴐასაცა ეძებ, მიჰხვდები, უცილოდ არ ასცილდები;

      Ⴇუ არ მომისმენ, ვერ ჰპოვებ, რაზომმცა ცრემლსა ჰმილდები,

      Ⴋოგხვდების მდურვა სოფლისა, СКАЧАТЬ