Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴘოთა Ⴐუსთაველი
Чтение книги онлайн.

Читать онлайн книгу Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - Ⴘოთა Ⴐუსთაველი страница 21

СКАЧАТЬ style="font-size:15px;">      «Ⴇუ არ შმაგი ხარ, დამეხსენ; შმაგი ხარ, მოდი ცნობასა!

      Ⴀწ მეტად ძნელსა საქმესა მნუკევ ადვილად თხრობასა;

      Ⴚუდად ნუ სცთები, ნუ ელი მაგა ამბისა მბობასა».

      Ⴉვლა ეტყვის: «Ⴗმაო, რა გინდა, ანუ მენუკვი მე რასა?

      Ⴋაგა საქმისა ვერა იქმს ვერცა კალამი წერასა.

      Ⴘენ ერთხელ მეტყვი, «Ⴋითხარო», მე ასჯერ გეტყვი «Ⴅერასა»,

      Ⴅითა სიცილი ტირილსა, ვაგლახი მიჯობს მღერასა».

      «Ⴕალო, არ იცი სით მოვალ, რა ჭირნი მომითმენიან;

      Ⴍდითგან ვეძებ ამბავთა, ესე არვისგან მსმენიან;

      Ⴘენ მიპოვნიხარ, – სიტყვანი ჩემნი რაზომცა გწყენიან, —

      Ⴅერ დაგეხსნები, მიამბე, ჩემგან ნუღარა გრცხვენიან!»

      Ⴕალმან უთხრა: «Ⴐას შეგესწარ, მე ვინ ვარ და ანუ შენო?

      Ⴋზე არ მახლავს, შეგეტყვების, თრთვილო, ასრე მით მაწყენო!

      Ⴂრძელი სიტყვა საწყინოა, ასრე მოკლედ მოგახსენო:

      Ⴅერასათვის ვერ გიამბობ, რაცა გინდა, იგი ქმენო!»

      Ⴉვლაცა ჰკითხა ზენარობით, მიუყარნა მუხლნი წინა,

      Ⴋაგრა ვერა ვერ დაჰყარა, მუდარობა მოეწყინა,

      Ⴎირსა ზედა გაგულისდა, თვალთა სისხლი მოედინა,

      Ⴀდგა, თმითა წამოზიდნა, ყელსა დანა დააბრჯინა

      Ⴄგრე უთხრა: «Ⴋე ეზომი ჯავრი ვითა შეგარჩინო?!

      Ⴐაგვარა თუ ამატირო, ცრემლი ცუდად დამადინო?!

      Ⴂიჯობს, მითხრა; ამის მეტი მართ აღარა არ გაწყინო,

      Ⴇვარა, Ⴖმერთმან მტერი ჩემი მოკლას, ვითა მოგაკვდინო!»

      Ⴕალმან უთხრა: «Ⴄგე ღონე მოიგონე მატად ავი:

      Ⴇუ არ მომკლავ, არ მოვკვდები, მრთელი ვარ და მოუკლავი.

      Ⴐად რა გითხრა, სადამდისცა ვიყო ჭირთა უნახავი?

      Ⴉვლა თუ მომკლავ, სასაუბროდ აღარ მედგას ზედან თავი».

      Ⴉვლა ეტყვის: «Ⴗმაო, რად მპოვე, ვინ მეუბნები მე, ვინო?

      Ⴄგე ამბავი ცოცხალსა ენითა ვერ მათქმევინო!

      Ⴋე თავი ჩემი ნებითა ჩემითა მოგაკლვევინო,

      Ⴅითა უსტარი ბედითი ადვილად დაგახევინო.

      «Ⴙემი СКАЧАТЬ