Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴘოთა Ⴐუსთაველი
Чтение книги онлайн.

Читать онлайн книгу Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - Ⴘოთა Ⴐუსთაველი страница 20

СКАЧАТЬ ყმა ცხენსა გარდახდა, ყელსა მოეჭდო მკლავითა.

      Ⴗმამან უთხრა: «Ⴃაო Ⴀსმათ, ხიდნი ზღვასა ჩაგვიცვივდეს:

      Ⴅეღარ მივჰხვდით ჟამიერად, ჩვენ ვისიცა ცეცხლნი გვწვიდეს».

      Ⴄსე თქვა და მკერდსა ხელნი იკრნა, ცრემლნი გარდმოსწვიმდეს.

      Ⴕალი შებნდა, მოეხვია, ერთმანერთსა სისხლი სწმიდეს

      Ⴈგი ტევრი გაეხშირა დანაგლეჯსა მათსა თმასა,

      Ⴄრთმანერთსა ეხვეოდეს, ყმა ქალსა და ქალი ყმასა;

      Ⴈზახდიან, მოთქმიდიან, მოსცემდიან კლდენი ხმასა.

      Ⴀვთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით მათსა ეგრე ქცევა-ზმასა.

      Ⴑული დაიღო მან ქალმან, დათმო გულისა წყლულობა,

      Ⴕვაბს შეიყვანა ტაიჭი, მოჰხადა აკაზმულობა,

      Ⴋას ყმასა შეჰხსნა, შეიღო აბჯრისა წელ-მორტყმულობა;

      Ⴘინა შევიდეს, მას დღესა გარდახდა გამოსრულობა.

      Ⴀვთანდილს უკვირს: «Ⴀმბავი ისი თუ ვცნაო მე რითა?!»

      Ⴂათენდა, ქალი გამოდგა, მოსილი მითვე ფერითა,

      Ⴘავსა აუდვა ლაგამი, სწმენდდა რიდისა წვერითა,

      Ⴘეკაზმა, მოაქვს აბჯარი წყნარად, არ რამე ჩხერითა.

      Ⴋის მოყმისა წესი იყო, მეტსა თურე არ ასრე ჯდა.

      Ⴕალი ტირს და მკერდსა იცემს, თმისა ტევრსა გაიგლეჯდა;

      Ⴄრთმანერთსა მოეხვივნეს, აკოცა და ცხენსა შეჯდა;

      Ⴀსმათ, აგრე დაღრეჯილი, კვლა უფრორე დაიღრეჯდა.

      Ⴀვთანდილ ახლოს კვლა ნახა სახე მისივე კაცისა,

      Ⴓლვაშ-აშლილი, წვერ-გამო, «Ⴌუთუ მზეაო, – თქვა, – ცისა?»

      Ⴄყნოსა სული ალვისა, ქართაგან მონატაცისა;

      Ⴀსრე უჩნს მოკლვა ლომისა, მართ ვითა ლომსა ვაცისა.

      Ⴋასვე გზასა წამოვიდა, რომე გუშინ შეეარა,

      Ⴘამბი გავლო, გაეშორა, თავი მინდორს გააგარა;

      Ⴀვთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით, მალვით ხესა მოეფარა,

      Ⴇქვა, თუ: «Ⴖმერთმან ესე საქმე მეტად კარგად მომიგვარა

      «Ⴀწ ამას ჩემთვის Ⴖმრთისაგან სხვა საქმე რა ვამჯობინო?

      Ⴕალი შევიპყრა, მის ყმისა ამბავი СКАЧАТЬ