Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴘოთა Ⴐუსთაველი
Чтение книги онлайн.

Читать онлайн книгу Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - Ⴘოთა Ⴐუსთაველი страница 19

СКАЧАТЬ მათრახი, ვნახეთ სისხლისა კი დენით.

      «Ⴋით ერთითა მათრახითა თავი ასრე გარდაჰფრიწა,

      Ⴅითა მკვდარი უსულო ქმნა, ვითა მიწა დაამიწა,

      Ⴋისი რასმე მკადრებელი მოამდაბლა, მოამიწა,

      Ⴇვალთა წინა წაგვივიდა ლაღი, კუშტი, ამაყი, წა!

      «Ⴀღარ დაბრუნდა, წავიდა წყნარად და აუჩქარებლად,

      Ⴀგერა მივა, ნახეო, იგი მზეებრ და მთვარებლად».

      Ⴘორს უჩვენებდეს Ⴀვთანდილს მტირალნი გაუხარებლად,

      Ⴍდენ ჩნდა შავი ტაიჭი მისი მის მზისა მარებლად

      Ⴀჰა, მიჰხდა Ⴀვთანდილსა ღაწვთა ცრემლით არ-დათოვნა,

      Ⴐათგან ცუდად არ წაუხდა მას ეზომი გარეთ ყოვნა.

      Ⴉაცსა მიჰხვდეს საწადელი, რას ეძებდეს, უნდა პოვნა,

      Ⴋაშინ მისგან აღარა ხამს გარდასრულთა ჭირთა ხსოვნა.

      Ⴓთხრა, თუ: «Ⴛმანო, ვარ ვინმე ღარიბი უადგილოსა,

      Ⴋე იმა ყმისა საძებრად მოვჰშორდი საგაზრდილოსა,

      Ⴀწ თქვენგან მივჰხვდი საქმესა ყოლა არ-საადვილოსა,

      Ⴖმერთიმცა ნურას ნუღარ იქმს თქვენსა დასაღრეჯილოსა!

      «Ⴅითა მე მივჰხვდი წადილსა, ჩემის გულისა ნებასა,

      Ⴀგრემცა Ⴖმერთი ნურას იქმს ძმისა თქვენისა ვნებასა!»

      Ⴓჩვენა მისი სადგომი: «Ⴋიდითო ნება-ნებასა,

      Ⴙრდილსა გარდასვით, მაშვრალნი მიეცით მოსვენებასა».

      Ⴄსე უთხრა და წავიდა, ცხენი გაქუსლა დეზითა,

      Ⴅითა გავაზი გაფრინდა, არ-გაშვებული ხეზითა,

      Ⴀნ მთვარე, მზისა შემყრელი, მზე სინათლითა ზეზითა.

      Ⴃაივსო ცეცხლი შემწველი მისითა მან მიზეზითა.

      Ⴋიეწურა, იგონებდა, ახლოს შეყრა ვითა აგოს:

      «Ⴑაუბარმან უმეცარმან შმაგი უფრო გააშმაგოს!

      Ⴞამს, თუ კაცმან გონიერმან ძნელი საქმე გამოაგოს,

      Ⴀრ სიწყნარე გონებისა მოიძულოს, მოიძაგოს.

      «Ⴐათგან ისი არის სადმე უცნობოდ და ისრე რეტად,

      Ⴐომე კაცსა არ მიუშვებს საუბრად და მისად ჭვრეტად,

      Ⴋივეწევი, შევიყრებით ერთმანერთის СКАЧАТЬ