Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴘოთა Ⴐუსთაველი
Чтение книги онлайн.

Читать онлайн книгу Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - Ⴘოთა Ⴐუსთაველი страница 18

СКАЧАТЬ style="font-size:15px;">      Ⴄქვსნი რამე ცხენოსანნი, ნახა, მისკენ მივიდოდეს;

      Ⴇქვა, თუ: «Ⴠგვანან მეკობრეთა, თვარა კარგი რამც იცოდეს!

      Ⴀქა კაცი ხორციელი კვლა ყოფილა არაოდეს».

      Ⴞელთა ჰქონდა მშვილდ-ისარი, მათკენ მივა მხიარული.

      Ⴍრთა კაცთა წვეროსანთა ყმა მოჰყვანდა უწვერული,

      Ⴇავსა იყო დაკოდილი, შეებნიდა სისხლსა გული,

      Ⴒიროდეს და იჭირვოდეს, ცოტა ედგა მას, გლახ, სული.

      Ⴓყივლა, თუ: «Ⴛმანო, ვინ ხართ? Ⴋეკობრეთა დაგამსგავსენ!»

      Ⴋათ მიუგეს: «Ⴃაგვიწყნარდი, გვიშველე რა, ცეცხლნი ავსენ,

      Ⴅერა გვარგო, მოგვიმტკივნე, ჭირნი ჭირთა მოგვისავსენ,

      Ⴑატირელნი მოგვიტირენ, ღაწვნი შენცა დაიმხავსენ»

      Ⴀვთანდილ მიდგა, ეუბნა მათ კაცთა გულ-მდუღარეთა;

      Ⴋათ უთხრეს მათი ამბავი ტირილით მოუბარეთა:

      «Ⴙვენ ვართო ძმანი სამნივე, მით ვიდენთ ცრემლთა მწარეთა,

      Ⴃია გვაქვს ციხე-ქალაქი Ⴞატაეთს არე-მარეთა.

      «Ⴉარგი გვესმა სანადირო, ნადირობას წამოვედით,

      Ⴂვყვეს ლაშქარნი უთვალავნი, წყლისა პირსა გარდავხედით,

      Ⴑანადირო მოგვეწონა, თვესა ერთსა არ წავედით,

      Ⴅხოცეთ მხეცი უსაზომო მინდორით და მთით და ქედით.

      «Ⴙვენ სამთა ძმათა ჩვენთანა მესროლნი დავაწბილენით,

      Ⴋით ერთმანერთსა სამნივე ჩვენ კიდე დავეცილენით:

      «Ⴋე უკეთ მოვჰკლავ, მე გჯობო», სიტყვანი გავაქილენით,

      Ⴅერ გავიჩინეთ მართალი, ვისარჩლეთ ვითაკილენით.

      «Ⴃღეს ავყარენით ლაშქარნი, სავსენი ირმის ტყავითა,

      Ⴅთქვით: «Ⴂავაჩინოთ მართალი, ვინ სჯობთ თავისა მკლავითა,

      Ⴇავსა ვეახლნეთ მარტონი, დავდგეთ თავისა თავითა,

      Ⴇვით დანახულსა მოვჰკლვიდეთ, ნუ ვესრვით დამნახავითა».

      «Ⴙვენ ვიახლენით სამთავე სამნივე მეაბჯრენია,

      Ⴊაშქართა წასლვა ვუბრძანეთ, მით არას მოაზრენია,

      Ⴋოვინადირეთ მინდორი, ისი ტყენი და ღრენია,

      Ⴃავხოცეთ СКАЧАТЬ