Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴘოთა Ⴐუსთაველი
Чтение книги онлайн.

Читать онлайн книгу Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - Ⴘოთა Ⴐუსთაველი страница 17

СКАЧАТЬ ვისსა,

      Ⴃღე და ღამე იგონებდა საყვარელსა მასვე მისსა.

      Ⴋას მიჰხვდა წვერი სადგურად მაღლისა მთისა დიდისა,

      Ⴂამოჩნდა მუნით მინდორი, სავალი დღისა შვიდისა.

      Ⴋის მთისა ძირსა წყალი დის, არად სანდომი ხიდისა,

      Ⴍრგნითვე ტყესა შეეკრა ნაპირი წყლისა კიდისა.

      Ⴆედ წაადგა, შეექცევის, დროთა, დღეთა ანგარიშობს;

      Ⴇვენი ესხნეს ორანიღა, ამად სულთქვამს, ამად იშობს;

      «Ⴅა თუ საქმე გამიმჟღავნდეს!, – კვლა ამისთვის გულ-მოშიშობს, —

      Ⴀვსა კარგად ვერვინ შესცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს».

      Ⴑაგონებელი შეექმნა, დადგა საქმისა მრჩეველად,

      Ⴇქვა: «Ⴇუ დავბრუნდე, ეზომი ხანი რად დავყავ მე ველად?

      Ⴙემსა რა ვჰკადრო მნათობსა, ვიყავ რად დღეთა მლეველად,

      Ⴋისი ვერა ვცნა ჭორადცა, ვარ ვისთა გზათა მკვლეველად?»

      «Ⴇუ არ დავბრუნდე, საძებრად დავყვნე სხვანიცა ხანანი,

      Ⴐომელსა ვეძებ, ვერა ვცნნე ამბავნი მე მისთანანი,

      Ⴃრო გარდაუწყდეს Ⴘერმადინს, შეჰრჩეს ღაწვისა ბანანი,

      Ⴋივიდეს, ჰკადრნეს მეფესა საქმენი დასაგვანანი!

      «Ⴓამბოს ჩემი სიკვდილი, თვით ჩემგან დავედრებული,

      Ⴋათ შექმნან გლოვა-ტირილი, ქმნან საქმე გამწარებული,

      Ⴋერმე მივიდე ცოცოხალი, სადმე სხვაგან მე რებული!»

      Ⴀმას იგონებს ტირილით გონება-შეიწრებული.

      Ⴈტყვის: «Ⴖმერთო, სამართალნი შენნი ჩემთვის რად ამრუდენ?

      Ⴋე ეზომნი სიარულნი კიდე რად, გლახ, გამიცუდენ,

      Ⴂულით ჩემით სიხარულნი აღჰფხვრენ, ჭირნი დააბუდენ?

      Ⴃღეთა ჩემთა ცრემლნი ჩემნი ვერაოდეს დავიყუდენ».

      Ⴉვლაცა იტყვის: «Ⴃათმობა სჯობს» და თავსავე ეუბნების:

      «Ⴃღეთა მეტად ნუ მოჰკვდები, გული ჩემი ნუ დადნების,

      Ⴓღმრთოდ ვერას ვერ მოვაწევ, ცრემლი ცუდად მედინების,

      Ⴂანგებასა ვერვინ შესცვლის, არ-საქმნელი არ იქმნების».

      Ⴇავს უთხრა: СКАЧАТЬ