Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴘოთა Ⴐუსთაველი
Чтение книги онлайн.

Читать онлайн книгу Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - Ⴘოთა Ⴐუსთაველი страница 16

СКАЧАТЬ «Ⴜადით ყველაკაი, აქა მომხრედ არვინ მინა».

      Ⴋონებიცა მოიშორვა, თავი გაითავისწინა,

      Ⴋარტო გარე შემობრუნდა, შამბი შიგან გაირბინა,

      Ⴋიწყივ მისად საგონებლად მისი მკლველი Ⴇინათინ ა.

      Ⴈგი ველი გაირბინა, ლაშქართაგან გაეკიდა.

      Ⴅინმცა ნახა სულიერმან, ანუ ვინმცა გაეკიდა?

      Ⴅის მახვილი ვერას ავნებს, მისი მკლავი გაეკიდა,

      Ⴋისგან ტვირთი კაეშნისა ტვირთად ვარგად გაეკიდა.

      Ⴐა ლაშქართა ინადირეს და პატრონი მოითვალეს,

      Ⴈგი პირ-მზე ვეღარ პოვეს, პირი მათი იფერმკრთალეს,

      Ⴋათსა დიდსა სიხარულსა სამძიმარი ანაცვალეს,

      Ⴗოვლგან რბოდეს საძებარად, ვინცა იყო უცხენმალეს.

      «Ⴖმერთი, ლომო, შენად ნაცვლად სხვასა ვისცა დანერგვიდეს!»

      Ⴃარბოდეს და სხვაგნით სხვათა მოამბეთა მოასხმიდეს;

      Ⴅეღარა ცნეს მისი საქმე, გაიარა აქათ კიდეს,

      Ⴋისნი სპანი გულ-მოკლულნი ცრემლსა ცხელსა გარდმოჰყრიდეს

      Ⴘერმადინ ერთგან შეყარნა ხასნი და დიდებულები,

      Ⴓჩვენა იგი უსტარი, ამბავი მისი თქმულები.

      Ⴐა მოისმინეს, ყველაი დარჩა გულ-დანაწყლულები,

      Ⴇავსა იცემდეს, არ იყო გული უცრემლო, ულები.

      Ⴗოვლთა ჰკადრეს: «Ⴇუცა ყოფა ჩვენ უმისოდ გვეარმისცა,

      Ⴓშენოსა საჯდომი და ტახტი მისი ვისმცა მისცა?

      Ⴂანაღამცა გმორჩილობდით, თუ გვიბრძანო რაცა ვისცა!»

      Ⴈგი მონა აპატრონეს, ყველაკამან თაყვანის-სცა

      Ⴀვთანდილისაგან მის ყმისა ძებნად წასლვა

      Ⴀმ საქმესა მემოწმების დიონოსი ბრძენი, ეზროს:

      Ⴑაბრალოა, ოდეს ვარდი დაეთრთვილოს, და-ცა-ეზროს.

      Ⴅის ბადახში არა ჰგვანდეს და ლერწამი ტანად ეზროს,

      Ⴈგი სადმე გაღარიბდეს, სამყოფთაგან იაბეზროს.

      Ⴀვთანდილ იგი მინდორი ოთხ-ახმით გარდაიარა,

      Ⴃააგდო მზღვარი არაბთა, სხვათ მზღვართა არე იარა,

      Ⴋაგრა მის მზისა გაყრამან სიცოცხლე СКАЧАТЬ