Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴘოთა Ⴐუსთაველი
Чтение книги онлайн.

Читать онлайн книгу Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - Ⴘოთა Ⴐუსთაველი страница 15

СКАЧАТЬ რომელი ყოვლთათვის გარდუვალია.

      Ⴂლახაკთა მიეც საჭურჭლე, ოქრო, ვერცხლი და რვალია.

      «Ⴋაშინ უფრო მომეხმარე, ამისგანცა უფრო მხნედ-რე,

      Ⴌუთუ ადრე დამივიწყო? Ⴋახსენებდე ზედა-ზედ-რე!

      Ⴋეტად კარგად დამიურვე, სული ჩემი შეივედრე,

      Ⴆრდანი ჩემნი მოიგონენ, გული შენი მოიმდედრე».

      Ⴐა მონამან მოისმინა, გაუკვირდა, შეეზარა,

      Ⴇვალთათ ვითა მარგალიტი ცრემლი ცხელი გარდმოყარა,

      Ⴋოახსენა: «Ⴓშენომან გულმან რამცა გაიხარა!

      Ⴅიცი, რომე არ დასდგები, მაგას გიშლი ამად არა.

      «Ⴙემად ნაცვლად დაგაგდებო», – ესე სიტყვა ვით მიბრძანე?

      Ⴐაგვარა ვქმნა პატრონობა? Ⴐამც გიფერე, რამც გიგვანე?

      Ⴘენ მარტოსა გიგონებდე, მემცა მიწა ვიაკვანე!

      Ⴑჯობს ორნივე გავიპარნეთ, წამოგყვები, წამიტანე!»

      Ⴗმამან უთხრა: «Ⴋომისმინე, მართლად გითხრობ, არა ჭრელად:

      Ⴐა მიჯნური ველთა რბოდეს, მარტო უნდა გასაჭრელად.

      Ⴋარგალიტი არვის მიჰხვდეს უსასყიდლოდ, უვაჭრელად,

      Ⴉაცი ცრუ და მოღალატე ხამს ლახვრითა დასაჭრელად.

      «Ⴅისმცა ვუთხარ ხვაშიადი? Ⴘენგან კიდე არვინ ვარგა,

      Ⴓშენოსა პატრონობა ვის მივანდო, ვინ იქმს კარგა?

      Ⴑანაპირო გაამაგრე, მტერმან ახლოს ვერ იბარგა,

      Ⴉვლა ნუთუმცა შემოვიქეც, Ⴖმერთმან სრულად არ დამკარგა.

      «Ⴔათერაკი სწორად მოჰკლავს, ერთი იყოს, თუნდა ასი;

      Ⴋარტოობა ვერას მიზამს, მცავს თუ ცისა ძალთა დასი;

      Ⴀქათ სამ წელ არ მოვიდე, მაშინ გმართებს გლოვა, ფლასი;

      Ⴜიგნსა მოგცემ, გმორჩილობდენ, ვინცა იყოს ჩემი ხასი».

      Ⴜიგნი Ⴀვთანდილისა

      თავის ყმათა თანა

      Ⴃაწერა, თუ: «Ⴙემნო ყმანო, გამზრდელნო და ზოგნო ზრდილნო,

      Ⴄრთგულნო და მისანდონო, ამას ზედა გამოცდილნო,

      Ⴇქვენ ჩემისა საწადლისა მიდგომილნო, ვითა ჩრდილნო,

      Ⴜიგნი ჩემი მოისმინეთ, ყოვლნო, ერთგან შემოყრილნო!

СКАЧАТЬ