Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴘოთა Ⴐუსთაველი
Чтение книги онлайн.

Читать онлайн книгу Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - Ⴘოთა Ⴐუსთაველი страница 14

СКАЧАТЬ ბნელი გამითენა,

      Ⴎირი Ⴇქვენი მხიარული მხიარულსა კვლა მიჩვენა!».

      Ⴋეფე ყელსა მოეკიდა, გარდაკოცნა ვითა შვილი.

      Ⴑხვა მათებრი არ ყოფილა არ გამზრდელი, არ გაზრდილი!

      Ⴗმა ადგა და წამოვიდა, მას დღე მათი ჩანს გაყრილი;

      Ⴐოსტან მისთვის აატირა გონიერი გული, ლბილი.

      Ⴂამოემართა Ⴀვთანდილ, მოყმე მხნე, ლაღად მავალი.

      Ⴍც დღე იარა, ღამეცა დღეზედა წაჰრთო მრავალი.

      Ⴈგია ლხინი სოფლისა, იგია ნივთი და ვალი,

      Ⴀრ მისცილდება Ⴇინათინ მისი მას, ვისგან სწვავ ალი.

      Ⴐა მოვიდა, სიხარული შიგან გახდა სამეფოსა.

      Ⴋოეგებნეს დიდებულნი, ძღვენსა სძღვნიდეს იეფოსა.

      Ⴈგი პირ-მზე არ მოსცთების სიარულსა სასწრაფოსა.

      Ⴋიჰხვდეს მყოფნი მას წინაშე სიხარულსა სადაფოსა.

      Ⴕალაქი ჰქონდა მაგარი საზაროდ სანაპიროსა,

      Ⴂარე კლდე იყო, გიამბობ ზღუდესა უქვიტკიროსა.

      Ⴗმამან მუნ დაყო სამი დღე ამოსა სანადიროსა,

      Ⴂაზრდილი მისი Ⴘერმადინ დაისვა სავაზიროსა.

      Ⴄსეა მონა Ⴘერმადინ, ზემოთცა სახელ-დებული,

      Ⴇანა-შეზრდილი, ერთგული და მისთვის თავ-დადებული.

      Ⴋან არ იცოდა აქამდის მის ყმისა ცეცხლი დებული,

      Ⴀწ გაუცხადა სიტყვები მის მზისა იმედებული.

      Ⴓბრძანა: «Ⴀჰა, Ⴘერმადინ, ამად მე შენგან მრცხვენიან,

      Ⴙემნი საქმენი ყოველნი გცოდნიან გაგივლენიან,

      Ⴋაგრა არ იცი, აქამდის რანიცა ცრემლნი მდენიან!

      Ⴋე ვისგან მქონდეს პატიჟნი, აწ მასვე მოულხენიან.

      «Ⴋოუკლავარ Ⴇინათინის სურვილსა და სიყვარულსა,

      Ⴚრემლი ცხელი ასოვლებდის ნარგისთაგან ვარდსა ზრულსა,

      Ⴅერ ვაჩენდი აქანამდის ჭირსა ჩემგან დაფარულსა,

      Ⴀწ მიბრძანა საიმედო, ამად მხედავ მხიარულსა.

      «Ⴋიბრძანა: «Ⴋიცან ამბავი მის ყმისა დაკარგულისა,

      Ⴋოხვიდე, სრულ-ვქმნა მაშინღა შენი წადილი გულისა,

      Ⴕმარი არ СКАЧАТЬ