Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴘოთა Ⴐუსთაველი
Чтение книги онлайн.

Читать онлайн книгу Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - Ⴘოთა Ⴐუსთაველი страница 13

СКАЧАТЬ style="font-size:15px;">      «Ⴔიცით გითხრობ: შენგან კიდე თუ შევირთო რაცა ქმარი,

      Ⴋზეცა მომხვდეს ხორციელი, ჩემთვის კაცად შენაქმარი,

      Ⴑრულად მოვსწყდე სამოთხესა, ქვესკნელს ვიყო დასანთქმარი,

      Ⴘენი მკლვიდეს სიყვარული, გულსა დანა ასაქმარი».

      Ⴋოახსენა ყმამან: «Ⴋზეო, ვინ გიშერი აწამწამე,

      Ⴑხვა პასუხი რამცა გკადრე, ანუ რამცა შევიწამე?

      Ⴋე სიკვდილსა მოველოდი, შენ სიცოცხლე გამიწამე,

      Ⴅითა მონა, სამსახურად გაღანამცა წავე, წა, მე!»

      Ⴉვლაცა ჰკადრა: «Ⴀჰა, მზეო, რათგან Ⴖმერთმან მზედ დაგბადა,

      Ⴋით გმორჩილობს, ზეციერი მნათობია რაცა სადა;

      Ⴋე რომ თქვენგან მოვისმინე წყალობანი, მედიადა.

      Ⴅარდი ჩემი არ დაჭნების, შუქი შენი იეფად ა».

      Ⴉვლა შეჰფიცეს ერთმანერთსა, დააპირეს ესე პირი,

      Ⴂასალდეს და გაამრავლეს საუბარი სიტყვა-ხშირი,

      Ⴂაადვილდა, აქანამდის გარდეხადა რაცა ჭირი,

      Ⴇეთრთა კბილთათ გამოჰკრთების თეთრი ელვა ვითა ჭვირი.

      Ⴄრთგან დასხდეს, ილაღობეს, საუბარი ასად აგეს,

      Ⴁროლ-ბადახში შეხვეული და გიშერი ასადაგეს;

      Ⴗმა ეტყვის, თუ: «Ⴘენთა მჭვრეტთა თავი ხელი, ა, სად აგეს!

      Ⴚეცხლთა, მანდით მოდებულთა, გული ჩემი ასადაგეს».

      Ⴗმა წავიდა, სიშორესა თუცა მისსა ვერ გასძლებდა,

      Ⴓკუღმავე იხედვიდა, თვალთა რეტად აყოლებდა,

      Ⴁროლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს, ტანსა მჭევრსა ათრთოლებდა,

      Ⴂული ჰქონდა გულისათვის, სიყვარულსა ავალებდა.

      Ⴇქვა: «Ⴋზეო, ვარდსა სიშორე შენი დამაჩნდეს ეს ადრე,

      Ⴁროლი და ლალი გასრულვარ ქარვისა უყვითლესად-რე.

      Ⴋაშინ რაღა ვქმნა, ვერ-ჭვრეტა რა მომხვდეს კვლა უგრძესად-რე!

      Ⴞამს მოყვრისათვის სიკვდილი, ესე მე დამიც წესად-რე».

      Ⴑაწოლს დაწვა, ტირს, მტირალსა ცრემლი ძნელად ეხოცების,

      Ⴅითა ვერხვი ქარისაგან, ირხევის და იკეცების;

      Ⴐა СКАЧАТЬ