Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴘოთა Ⴐუსთაველი
Чтение книги онлайн.

Читать онлайн книгу Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - Ⴘოთა Ⴐუსთაველი страница 12

СКАЧАТЬ ეცვა ოდენ მართ პერანგი,

      Ⴈმღერდა და იხარებდა, წინა ედგა ერთი ჩანგი.

      Ⴘემოვიდა მას წინაშე Ⴇინათინის მონა ზანგი,

      Ⴋოახსენა: «Ⴂიბრძანებსო ტანი ალვა, პირი მანგი».

      Ⴀვთანდილს მიჰხვდა მოსმენა საქმისა სანატრელისა,

      Ⴀდგა და კაბა ჩაიცვა, მჯობი ყოვლისა ჭრელისა;

      Ⴓხარის შეყრა ვარდისა, არ ერთგან შეუყრელისა.

      Ⴀმოა ჭვრეტა ტურფისა, სიახლე საყვარელისა!

      Ⴀვთანდილ ლაღი, უკადრი მივა, არვისგან ჰრცხვენოდა,

      Ⴋას ნახავს, ვისთა ვამთაგან ცრემლი მრავალჯერ სდენოდა;

      Ⴈგი უებრო ქუშად ჯდა, ელვისა მსგავსად შვენოდა,

      Ⴋთვარესა მისთა შუქთაგან უკუნი გარდაჰფენოდა.

      Ⴂაძრცვილსა ტანსა ემოსნეს ყარყუმნი უსაპირონი,

      Ⴄბურნეს მოშლით რიდენი, ფასისა თქმად საჭირონი,

      Ⴠშვენოდეს შავნი წამწამნი, გულისა გასაგმირონი,

      Ⴋას თეთრსა ყელსა ეხვივნეს გრძლად თმანი არ-უხშირონი.

      Ⴃაღრეჯით იყო მჯდომარე ძოწეულითა რიდითა;

      Ⴀვთანდილს უთხრა დაჯდომა წყნარად, ცნობითა მშვიდითა.

      Ⴋონამან სელნი დაუდგნა, დაჯდა კრძალვით და რიდითა.

      Ⴎირის-პირ პირსა უჭვრეტდა, სავსე ლხინითა დიდითა.

      Ⴕალმა უბრძანა: «Ⴆარი მლევს მე ამისისა თხრობისა;

      Ⴋწადდა არა-თქმა, რომლისა ღონე არა მაქვს თმობისა,

      Ⴋაგრა იცია მიზეზი შენისა აქა ხმობისა,

      Ⴐად ვზი ქუშად და დაღრეჯით ასრე მიხდილი ცნობისა?»

      Ⴗმამან ჰკადრა: «Ⴑაზაროსა ჩემგან თქმაღა ვით იქმნების?

      Ⴋზესა მთვარე შეეყაროს, დაილევის, და-ცა-ჭნების;

      Ⴀზრად არად აღარა მცალს, თავი ჩემი მეგონების,

      Ⴇქვენვე ბრძანეთ, რაცა გიმძიმს, ანუ რაცა გეკურნების».

      Ⴕალმან უთხრა საუბარი კეკლუც-სიტყვად, არ დუხჭირად;

      Ⴈტყვის: «Ⴇუცა აქანამდის ჩემგან შორს ხარ დანამჭირად,

      Ⴂიკვირს, მოგხვდა წამის ყოფით საქმე შენგან საეჭვი რად,

      Ⴋაგრა გითხრა СКАЧАТЬ