Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴘოთა Ⴐუსთაველი
Чтение книги онлайн.

Читать онлайн книгу Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - Ⴘოთა Ⴐუსთაველი страница 11

СКАЧАТЬ ზეცით ზეო.

      Ⴂამიშვია შეჭირვება, არა მგამა ყოლა მეო».

      Ⴄსე თქვა და სიხარულით თამაშობა ადიადა.

      Ⴋგოსანი და მოშაითი უხმეს, პოვეს რაცა სადა.

      Ⴃია გასცა საბოძვარი, ყველა დარბაზს შემოხადა.

      Ⴋისი მსგავსი სიუხვითა ღმერთმან სხვამცა რა დაჰბადა!

      «Ⴎირველ, ყმა ვარ, წასლვა მინდა პატრონისა სამსახურად, —

      Ⴞამს მეფეთა ერთგულობა, ყოფა გვმართებს ყმასა ყმურად, —

      Ⴋერმე, ცეცხლი დაუვსია, აღარა მწვავს გულსა მურად.

      Ⴞამს, თუ კაცი არ შეუდრკეს ჭირს, მიუხდეს მამაცურად.

      «Ⴅართ უმოყვრესნი მე და შენ ყოველთა პატრონ-ყმათასა,

      Ⴀმისთვის გნუკევ სმენასა შენ ამა ჩემთა ხმათასა:

      Ⴙემ წილ დაგაგდებ პატრონად, თავადად ჩემთა სპათასა,

      Ⴀმა საქმესა ვერა ვიქმ მე განდობასა სხვათასა.

      «Ⴊაშქართა და დიდებულთა ალაშქრებდი, ჰპატრონობდი;

      Ⴃარბაზს კაცსა გაჰგზავნიდი და ამბავსა მათსა სცნობდი,

      Ⴜიგნსა სწერდი ჩემ მაგიერ, უფასოსა ძღვენსა სძღვნობდი,

      Ⴀქა სადმე არ-ყოფასა ჩემსა მათმცა რად აგრძნობდი!

      «Ⴊაშქრობა და ნადირობა შენი ჩემსა დაასახე,

      Ⴀქათ სამ წელ მომიცადე, ხვაშიადი შემინახე,

      Ⴋე ნუთუმცა შემოვბრუნდი, ალვა ჩემი არ დაჭნა ხე,

      Ⴀრ მოვბრუნდე, მომიგლოვე, მიტირე და მივაგლახე.

      «Ⴋაშინღა ჰკადრე მეფესა არ საქმე სასურვალია,

      Ⴀცნობე ჩემი სიკვდილი, – იყავ მართ ვითა მთრვალია, —

      Ⴋიჰხვდა-თქო საქმე, რომელი ყოვლთათვის გარდუვალია.

      Ⴂლახაკთა მიეც საჭურჭლე, ოქრო, ვერცხლი და რვალია.

      «Ⴋაშინ უფრო მომეხმარე, ამისგანცა უფრო მხნედ-რე,

      Ⴌუთუ ადრე დამივიწყო? Ⴋახსენებდე ზედა-ზედ-რე!

      Ⴋეტად კარგად დამიურვე, სული ჩემი შეივედრე,

      Ⴆრდანი ჩემნი მოიგონენ, გული შენი მოიმდედრე».

      Ⴐა მონამან მოისმინა, გაუკვირდა, შეეზარა,

      Ⴇვალთათ ვითა მარგალიტი ცრემლი СКАЧАТЬ