Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴘოთა Ⴐუსთაველი
Чтение книги онлайн.

Читать онлайн книгу Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - Ⴘოთა Ⴐუსთაველი страница 10

СКАЧАТЬ ჩემი სამიზეზო, მე თუ ლხინთა რად დავლეო»».

      Ⴇინათინ ადგა, მივიდა, მიჰყვა მამისა ნებასა,

      Ⴓგავს პირისა სინათლე მთვარისა მოვანებასა.

      Ⴋამამან გვერდსა დაისვა, აკოცა ნება-ნებასა,

      Ⴓბრძანა: «Ⴋახლავ რად არა, რად მელი მოყვანებასა?»

      Ⴕალმან ჰკადრა: «Ⴞელმწიფეო, დაღრეჯილსა ვინცა გცნობდეს,

      Ⴅინმცა გნახა კადნიერად, რაზომ გინდა ამაყობდეს!

      Ⴇქვენნი აგრე დაღრეჯანი მნათობთაცა დაამხობდეს!

      Ⴉაცმან საქმე მოიგვაროს, ვეჭვ, ჭმუნვასა ესე სჯობდეს».

      Ⴓბრძანა: «Ⴘვილო, რაზომცა მჭირს საქმე სავაგლახია,

      Ⴘენი ჭვრეტა და სიახლე ლხინადვე დამისახია,

      Ⴋომაქარვები სევდისა, მართ ვითა მუფარახია.

      Ⴅეჭვ, რა სცნა, შენცა მამართლო, ჩემი სულთქმა და ახია.

      «Ⴓცხოსა და საკვირველსა ყმასა რასმე გარდვეკიდე,

      Ⴋისმან შუქმან განანათლა სამყარო და ხმელთა კიდე.

      Ⴐა უმძიმდა, არ ვიცოდი, ან ტიროდა ვისთვის კიდე;

      Ⴙემად ნახვად არ მოვიდა, გავგულისდი, წავეკიდე.

      «Ⴋე რა მნახა, ცხენსა შეჯდა, თვალთა ცრემლნი მოიხოცნა.

      Ⴘესაპყრობლად შევუზახენ, სპანი სრულად დამიხოცნა,

      Ⴅითა ეშმა დამეკარგა, არ კაცურად გარდამკოცნა,

      Ⴟერთცა ესე არა ვიცი, ცხადი იყო, თუ მეოცნა.

      «Ⴀწ ესე მიკვირს, რა იყო, ანუ რა ვნახე და რული!

      Ⴋან დამიხოცა ლაშქარი, სისხლი ადინა ღვარული.

      Ⴉაცად ხორცისად ვით ითქმის ისრე თვალთაგან ფარული?!

      Ⴓცილოდ Ⴖმერთსა მოვსძულდი აქამდის მე მხიარული.

      «Ⴒკბილნი მისნი წყალობანი ბოლოდ ასრე გამემწარნეს,

      Ⴃამავიწყდა, რაცა დღენი მხიარულსა წამეარნეს.

      Ⴗოვლმან პირმან ვაგლახ მიყოს, ვეღარავინ მინეტარნეს,

      Ⴑადამდისცა დღენი მესხნენ, ვეღარამან გამახარნეს!»

      Ⴕალმან ჰკადრა: «Ⴋოგახსენებ მე სიტყვასა დანაყბედსა:

      Ⴠე მეფეო! Ⴐად ემდურვი ანუ Ⴖმერთსა, ანუ ბედსა?

      Ⴐად СКАЧАТЬ