Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴘოთა Ⴐუსთაველი
Чтение книги онлайн.

Читать онлайн книгу Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - Ⴘოთა Ⴐუსთაველი страница 8

СКАЧАТЬ ყოლა ვერ ვიტყვით შენსა მაგისა დარებით,

      Ⴀწვეცა დაგვხოც, ვერა ჰგავ, – ვერად ვერ მოგეხმარებით, —

      Ⴅისგან ნაკრავნი გვინახვან მხეცნი ვერ წაღმა წარებით.

      «Ⴍრთავე ერთგან მოკლული ყველაი ასჯერ ოცია,

      Ⴋაგრა Ⴀვთანდილს ოცითა უფროსი დაუხოცია:

      Ⴀრ დასცთომია ერთიცა, რაც ოდენ შეუტყორცია,

      Ⴇქვენი მრავალი მიწითა დასვრილი დაგვიხოცია».

      Ⴋეფესა ესე ამბავი უჩნს, ვითა მღერა ნარდისა,

      Ⴓხარის ეგრე სიკეთე მისისა განაზარდისა,

      Ⴀქვს მიჯნურობა ამისი, ვითა ბულბულსა ვარდისა,

      Ⴑიცილით ლაღობს, მიეცა გულით ამოსლვა დარდისა.

      Ⴈგი ორნივე საგრილად გარდახდეს ძირსა ხეთასა.

      Ⴊაშქართა შექმნეს მოდენა, მოდგეს უფროსნი ბზეთასა.

      Ⴀხლოს უთქს მონა თორმეტი, უმხნესი სხვათა მხნეთასა.

      Ⴇამაშობდეს და უჭვრეტდეს წყალსა და პირსა ტყეთასა.

      Ⴌახვა არაბთა მეფისაგან მის ყმისა Ⴅეფხისტყაოსნისა

      Ⴌახეს უცხო მოყმე ვინმე, ჯდა მტირალი წყლისა პირსა,

      Ⴘავი ცხენი სადავითა ჰყვა ლომსა და ვითა გმირსა,

      Ⴞშირად ესხა მარგალიტი ლაგამ-აბჯარ-უნაგირსა.

      Ⴚრემლსა ვარდი დაეთრთვილა, გულსა მდუღრად ანატირსა.

      Ⴋას ტანსა კაბა ემოსა, გარე-თმა ვეფხის ტყავისა,

      Ⴅეფხის ტყავისა ქუდივე იყო სარქმელი თავისა,

      Ⴞელთა ნაჭედი მათრახი ჰქონდა უსხოსი მკლავისა;

      Ⴌახეს და ნახვა მოუნდა უცხოსა სანახავისა.

      Ⴜავიდა მონა საუბრად მის ყმისა გულ-მდუღარისად,

      Ⴇავ-ჩამოგდებით მტირლისა, არ ჭვრეტით მოლიზღარისად, —

      Ⴋუნვე წვიმს წვიმა ბროლისა, ჰგია გიშრისა ღარი სად, —

      Ⴀხლოს მივიდა, მოსცალდა სიტყვისა თქმად აღარისად.

      Ⴅერა ჰკადრა საუბარი, მონა მეტად შეუზარდა,

      Ⴃიდხან უჭვრეტს გაკვირვებით, თუცა გული უმაგარდა;

      Ⴋოახსენა: «Ⴂიბრძანებსო», ახლოს მიდგა, დაუწყნარდა.

      Ⴈგი ტირს და СКАЧАТЬ