Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴘოთა Ⴐუსთაველი
Чтение книги онлайн.

Читать онлайн книгу Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - Ⴘოთა Ⴐუსთაველი страница 4

СКАЧАТЬ Ⴑოგრატ, მოახლე მეფისა დასთა დასისა;

      Ⴋათ რომე დადგეს საჯდომი, თქვეს: «Ⴓთქმელია ფასისა!»

      Ⴇინათინ მიჰყავს მამასა პირითა მით ნათელითა,

      Ⴃასვა და თავსა გვირგვინი დასდგა თავისა ხელითა,

      Ⴋისცა სკიპტრა და შემოსა მეფეთა სამოსელითა.

      Ⴕალი მზებრ უჭვრეტს ყოველთა ცნობითა ზე-მხედველითა.

      Ⴓკუდგეს და თაყვანის-სცეს მეფემან და მისთა სპათა,

      Ⴃალოცეს და მეფედ დასვეს, ქება უთხრეს სხვაგნით სხვათა,

      Ⴁუკსა ჰკრეს და წინწილანი დაატკბობდეს მათთა ხმათა.

      Ⴕალი ტირს და ცრემლსა აფრქვევს, ჰხრის ყორნისა ბოლო-ფრთათა.

      Ⴋამისა ტახტსა საჯდომად თავი არ ეღირსებოდა,

      Ⴀმად ტირს, ბაღი ვარდისა ცრემლითა აივსებოდა;

      Ⴋეფე სწვრთის: «Ⴋამა ყოველი ძისაგან ითავსებოდა,

      Ⴀმისად ქმნამდის დამწველი ცეცხლი არ დამევსებოდა»

      Ⴑხვა ძე არ ესვა მეფესა, მართ ოდენ მარტო ასული,

      Ⴑოფლისა მნათი მნათობი, მზისაცა დასთა დასული;

      Ⴋან მისთა მჭვრეტთა წაუღის გული, გონება და სული,

      Ⴁრძენი ხამს მისად მაქებრად და ენა ბევრად ასული.

      Ⴋისი სახელი – Ⴇინათინ, არს ესე საცოდნარია!

      Ⴐა გაიზარდა, გაივსო, მზე მისგან საწუნარია.

      Ⴋეფემან იხმნა ვაზირნი, თვით ზის ლაღი და წყნარია,

      Ⴂვერდსა დაისხნა, დაუწყო მათ ამო საუბნარია.

      Ⴓბრძანა: «Ⴂკითხავ საქმესა, ერთგან სასაუბნაროსა:

      Ⴐა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭნაროსა,

      Ⴈგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა;

      Ⴋზე ჩაგვისვენდა, ბნელსა ვსჭვრეტთ ღამესა ჩვენ უმთვაროსა.

      «Ⴋე გარდასრულვარ, სიბერე მჭირს, ჭირთა უფრო ძნელია,

      Ⴃღეს არა, ხვალე მოვკვდები, სოფელი ასრე მქმნელია;

      Ⴐაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია?!

      Ⴙემი ძე დავსვათ ხელმწიფედ, ვისგან მზე საწუნელია».

      Ⴅაზირთა ჰკადრეს: «Ⴋეფეო, რად ჰბრძანეთ Ⴇქვენი ბერობა?

      Ⴅარდი СКАЧАТЬ