Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴘოთა Ⴐუსთაველი
Чтение книги онлайн.

Читать онлайн книгу Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - Ⴘოთა Ⴐუსთაველი страница 6

СКАЧАТЬ style="font-size:15px;">      Ⴀლაფობდეს საჭურჭლესა მისსა, ვითა ნათურქალსა,

      Ⴋას ტაიჭსა არაბულსა, ქვე-ნაბამსა, ნასუქალსა;

      Ⴐომე ჰგვანდა სიუხვითა ბუქსა, ზეცით ნაბუქალსა,

      Ⴀრ დაარჩენს ცალიერსა არ ყმასა და არცა ქალსა.

      Ⴃღე ერთ გარდახდა; პურობა, სმა-ჭამა იყო, ხილობა,

      Ⴌადიმად მსხდომთა ლაშქართა მუნ დიდი შემოყრილობა;

      Ⴋეფემან თავი დაჰკიდა და ჰქონდა დაღრეჯილობა.

      «Ⴌეტარ, რა უმძიმს, რა სჭირსო?», შექმნეს ამისი ცილობა.

      Ⴇავსა ზის პირ-მზე Ⴀვთანდილ, მჭვრეტთაგან მოსანდომია,

      Ⴑპათა სპასპეტი, ჩაუქი, ვითა ვეფხი და ლომია;

      Ⴅაზირი ბერი Ⴑოგრატი თვით მასთანავე მჯდომია.

      Ⴇქვეს, თუ: «Ⴐა უმძიმს მეფესა, ანუ რად ფერი ჰკრთომია?»

      Ⴇქვეს, თუ: «Ⴋეფე ცუდსა რასმე გონებასა ჩავარდნილა,

      Ⴇვარა აქა სამძიმარი მათი ყოლა არა ქმნილა».

      Ⴀვთანდილ თქვა: «Ⴑოგრატ, ვჰკითხოთ, გვითხრას, რადმცა შეგვეცილა?

      Ⴅჰკადროთ რამე სალაღობო, რასათვისმცა გაგვაწბილა?»

      Ⴀდგეს Ⴑოგრატ და Ⴀვთანდილ ტანითა მით კენარითა,

      Ⴇვითო აივსეს ჭიქები, მივლენ ქცევითა წყნარითა,

      Ⴜინა მიუსხდეს მუხლ-მოყრით, პირითა მოცინარითა.

      Ⴅაზირი ლაღობს ენითა, წყლიანად მოუბნარითა:

      «Ⴃაგიღრეჯია, მეფეო, აღარ გიცინის პირიო.

      Ⴋართალ ხარ: წახდა საჭურჭლე თქვენი მძიმე და ძვირიო,

      Ⴗველასა გასცემს ასული Ⴇქვენი საბოძვარ-ხშირიო;

      Ⴗოლამცა მეფედ ნუ დასვი! Ⴇავსა რად უგდე ჭირიო?»

      Ⴐა მეფემან მოისმინა, გაცინებით შემოჰხედნა,

      Ⴂაუკვირდა: ვით მკადრაო, ან სიტყვანი ვით გაბედნა?!

      «Ⴉარგა ჰქმენო, – დაუმადლა, წყალობანი უიმედნა, —

      Ⴙემი ზრახვა სიძუნწისა, ტყუის, ვინცა დაიყბედნა!

      «Ⴄგე არ მიმძიმს, ვაზირო, ესეა, რომე მწყენია:

      Ⴑიბერე მახლავს, დავლიენ სიყმაწვილისა დღენია,

      Ⴉაცი არ არის, სითგანცა საბრძანებელი ჩვენია,

      Ⴐომე მას СКАЧАТЬ