Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴘოთა Ⴐუსთაველი
Чтение книги онлайн.

Читать онлайн книгу Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - Ⴘოთა Ⴐუსთაველი страница 5

СКАЧАТЬ მიჰხვდა სიამე, ვსება სჭირს მას აქ ალისა;

      Ⴇქვა: «Ⴆედა-ზედა მომხვდების ნახვა მის ბროლ-ფიქალისა,

      Ⴌუთუ მით ვპოვო წამალი მე ჩემი, ფერ-გამქრქალისა!»

      Ⴀრაბეთს გასცა ბრძანება დიდმან არაბთა მფლობელმან:

      «Ⴇინათინ ჩემი ხელმწიფედ დავსვი მე, მისმან მშობელმან;

      Ⴋან განანათლნეს ყოველნი, ვით მზემან მანათობელმან.

      Ⴋოდით და ნახეთ ყოველმან შემსხმელმან, შემამკობელმან!»

      Ⴋოვიდეს სრულნი არაბნი, ჯარი განმრავლდა ხასისა:

      Ⴀვთანდილ პირ-მზე, სპასპეტი ლაშქრისა ბევრ-ათასისა,

      Ⴅაზირი Ⴑოგრატ, მოახლე მეფისა დასთა დასისა;

      Ⴋათ რომე დადგეს საჯდომი, თქვეს: «Ⴓთქმელია ფასისა!»

      Ⴇინათინ მიჰყავს მამასა პირითა მით ნათელითა,

      Ⴃასვა და თავსა გვირგვინი დასდგა თავისა ხელითა,

      Ⴋისცა სკიპტრა და შემოსა მეფეთა სამოსელითა.

      Ⴕალი მზებრ უჭვრეტს ყოველთა ცნობითა ზე-მხედველითა.

      Ⴓკუდგეს და თაყვანის-სცეს მეფემან და მისთა სპათა,

      Ⴃალოცეს და მეფედ დასვეს, ქება უთხრეს სხვაგნით სხვათა,

      Ⴁუკსა ჰკრეს და წინწილანი დაატკბობდეს მათთა ხმათა.

      Ⴕალი ტირს და ცრემლსა აფრქვევს, ჰხრის ყორნისა ბოლო-ფრთათა.

      Ⴋამისა ტახტსა საჯდომად თავი არ ეღირსებოდა,

      Ⴀმად ტირს, ბაღი ვარდისა ცრემლითა აივსებოდა;

      Ⴋეფე სწვრთის: «Ⴋამა ყოველი ძისაგან ითავსებოდა,

      Ⴀმისად ქმნამდის დამწველი ცეცხლი არ დამევსებოდა».

      Ⴓბრძანა: «Ⴌუ სტირ, ასულო, ისმინე ჩემი თხრობილი:

      Ⴃღეს შენ ხარ მეფე Ⴀრაბეთს, ჩემგან ხელმწიფედ ხმობილი,

      Ⴀქათგან ესე სამეფო შენი არს მართ მონდობილი.

      Ⴞარმცა ბრძნად მქმნელი საქმისა, იყავ წყნარი და ცნობილი!

      «Ⴅარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების,

      Ⴃიდთა და წვრილთა წყალობა შენმცა ნუ მოგეწყინების!

      Ⴓხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვით ების, ვინ ების.

      Ⴓხვად СКАЧАТЬ