Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴘოთა Ⴐუსთაველი
Чтение книги онлайн.

Читать онлайн книгу Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - Ⴘოთა Ⴐუსთაველი страница 3

СКАЧАТЬ Ⴀრაბეთს Ⴐოსტევან, მეფე Ⴖმრთისაგან სვიანი,

      Ⴋაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარ-მრავალი, ყმიანი.

      Ⴋოსამართლე და მოწყალე, მორჭმული, განგებიანი,

      Ⴇვით მეომარი უებრო, კვლა მოუბარი წყლიანი.

      Ⴑხვა ძე არ ესვა მეფესა, მართ ოდენ მარტო ასული,

      Ⴑოფლისა მნათი მნათობი, მზისაცა დასთა დასული;

      Ⴋან მისთა მჭვრეტთა წაუღის გული, გონება და სული,

      Ⴁრძენი ხამს მისად მაქებრად და ენა ბევრად ასული.

      Ⴋისი სახელი – Ⴇინათინ, არს ესე საცოდნარია!

      Ⴐა გაიზარდა, გაივსო, მზე მისგან საწუნარია.

      Ⴋეფემან იხმნა ვაზირნი, თვით ზის ლაღი და წყნარია,

      Ⴂვერდსა დაისხნა, დაუწყო მათ ამო საუბნარია.

      Ⴓბრძანა: «Ⴂკითხავ საქმესა, ერთგან სასაუბნაროსა:

      Ⴐა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭნაროსა,

      Ⴈგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა;

      Ⴋზე ჩაგვისვენდა, ბნელსა ვსჭვრეტთ ღამესა ჩვენ უმთვაროსა.

      «Ⴋე გარდასრულვარ, სიბერე მჭირს, ჭირთა უფრო ძნელია,

      Ⴃღეს არა, ხვალე მოვკვდები, სოფელი ასრე მქმნელია;

      Ⴐაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია?!

      Ⴙემი ძე დავსვათ ხელმწიფედ, ვისგან მზე საწუნელია».

      Ⴅაზირთა ჰკადრეს: «Ⴋეფეო, რად ჰბრძანეთ Ⴇქვენი ბერობა?

      Ⴅარდი თუ გახმეს, ეგრეცა გვმართებს მისივე ჯერობა:

      Ⴋისივე ჰმეტობს ყოველსა სული ტურფა ფერობა.

      Ⴋთვარესა მცხრალსა ვარსკვლავმან ვითამცა ჰკადრა მტერობა?!

      «Ⴋაგას ნუ ჰბრაძანებთ, მეფეო, ჯერთ ვარდი არ დაგჭნობია,

      Ⴇქვენი თათბირი ავიცა სხვისა კარგისა მჯობია;

      Ⴞამს განაღამცა საქმნელად, რაცა Ⴇქვენ გულსა გლმობია:

      Ⴑჯობს და მას მიეც მეფობა, ვისგან მზე შენაფლობია.

      «Ⴇუცა ქალია, ხელმწიფედ მართ Ⴖმრთისა დანაბადია;

      Ⴀრ გათნევთ, იცის მეფობა, უთქვენოდ გვითქვამს კვლა დია;

      Ⴘუქთა მისთაებრ საქმეცა მისი მზებრ განაცხადია.

СКАЧАТЬ