Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴘოთა Ⴐუსთაველი
Чтение книги онлайн.

Читать онлайн книгу Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - Ⴘოთა Ⴐუსთაველი страница 2

СКАЧАТЬ ჩემი სიცოცხლე, უწყალო ვითა ჯიქია;

      Ⴋისი სახელი შეფარვით ქვემორე მითქვამს, მიქია.

      Ⴅთქვა მიჯნურობა პირველი და ტომი გვართა ზენათა,

      Ⴛნელად სათქმელი, საჭირო გამოსაგები ენათა;

      Ⴈგია საქმე საზეო, მომცემი აღმაფრენათა;

      Ⴅინცა ეცდების, თმობამცა ჰქონდა მრავალთა წყენათა.

      Ⴋას ერთსა მიჯნურობასა ჭკვიანნი ვერ მიჰხვდებიან,

      Ⴄნა დაშვრების, მსმენლისა ყურნიცა დავალდებიან;

      Ⴅთქვენ ხელობანი ქვენანი, რომელნი ხორცთა ჰხვდებიან;

      Ⴋართ მასვე ჰბაძვენ, თუ ოდეს არ სიძვენ, შორით ბნდებიან.

      Ⴋიჯნური შმაგსა გვიქვიან არაბულითა ენითა,

      Ⴋით რომე შმაგობს მისისა ვერ-მიხვდომისა წყენითა;

      Ⴆოგთა აქვს საღმრთო სიახლე, დაშვრების აღმაფრენითა,

      Ⴉვლა ზოგთა ქვე უც ბუნება კეკლუცთა ზედან ფრფენითა.

      Ⴋიჯნურსა თვალად სიტურფე ჰმართებს, მართ ვითა მზეობა,

      Ⴑიბრძნე, სიმდიდრე, სიუხვე, სიყმე და მოცალეობა,

      Ⴄნა, გონება, დათმობა, მძლეთა მებრძოლთა მძლეობა.

      Ⴅისცა ეს სრულად არა სჭირს, აკლია მიჯნურთ ზნეობა.

      Ⴋიჯნურობა არის ტურფა, საცოდნელად ძნელი გვარი;

      Ⴋიჯნურობა სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარი:

      Ⴈგი სხვაა, სიძვა სხვაა, შუა უზის დიდი მზღვარი,

      Ⴌუვინ გაჰრევთ ერთმანერთსა! Ⴂესმას ჩემი ნაუბარი!

      Ⴞამს მიჯნური ხანიერი, არ მეძავი, ბილწი, მრუში,

      Ⴐა მოჰშორდეს მოყვარესა, გაამრავლოს სულთქმა, უში,

      Ⴂული ერთსა დააჯეროს, კუშტი მიჰხვდეს, თუნდა ქუში;

      Ⴋძულს უგულო სიყვარული, ხვევნა, კოცნა, მტლაშა-მტლუში.

      Ⴀმა საქმესა მიჯნური ნუ უხმობს მიჯნურობასა:

      Ⴃღეს ერთი უნდეს, ხვალე სხვა, სთმობდეს გაყრისა თმობასა;

      Ⴄსე მღერასა ბედითსა ჰგავს ვაჟთა, ყმაწვილობასა.

      Ⴉარგი მიჯნური იგია, ვინ იქმს სოფლისა თმობასა.

      Ⴀრს პირველი მიჯნურობა არ-დაჩენა ჭირთა, მალვა,

СКАЧАТЬ