Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴌიკო Ⴙუბინაშვილი
Чтение книги онлайн.

Читать онлайн книгу Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - Ⴌიკო Ⴙუბინაშვილი страница 50

СКАЧАТЬ ტაფა, ტაფაკი, კარდალი, ქოთანი, კოჭობი, ხალანი და მისთანანი.

      Ⴂუდასტვირი – ჭიმონი, სოფლური სტვირი შთასაბერველი გუდითურთ.

      Ⴂუდაფშუტა – ცუდი სოკო, გაბერილი და ცარიელი გუდასავით.

      Ⴂუჱრდი გუჱრდი – და სხ., იხილენ Ⴂველი, Ⴂვერდი.

      Ⴂუთანი – (ნახე Ⴄრქუანი).

      Ⴂულადი – გულოვანი.

      Ⴂულად – დება (გულად ვიღებ) გულში დანერგვა.

      Ⴂულამოსკუნილი – გულამოხვინჩვით მტირალი.

      Ⴂულანი – წიგნი სრულის წლის საგალობელთა, ხოლო რომელთა შინა ჩართულ არს ჟამნიცა, ეწოდება ჟამნგულანი.

      Ⴂულარძნილი – ოღროჩოღრო, ღრანტეებიანი, ღირღოვანი გზა.

      Ⴂულდებული – იმედდადებული, განმხნობილი იმედითა.

      Ⴂულვება – (მეგულვების, მეგულება) იმედეულება ქონებისა ან შოვნისა რისამე. // მონებება, განზრახვა.

      Ⴂულვებადი – საგულვებელი, მოსალოდებელი.

      Ⴂულთმეცნიერი – გულთა მხილველი, დაფარულთა გულისათა მხედველი ღმერთი.

      Ⴂულთმისანი – რომლითამე ნიშნებით ან მიხდომით სხვათა გულის პასუხის შემტყობი

      Ⴂული – უმთავრესი ნაწილი ცხოველთა შინაგანის აგებულებისა, რომლისაგანცა მიმოიქცევის სისხლი ყოველთავე ძარღუთა შინა. // ჰაზრი, გულის ზრახვა. // საშუალო სიღრმე ქუეყანისა, ანუ ზღჳსა. // შინაგანი კერძო კვერცხისა, კაკალთა, ხილთა ნაჭუჭიანთა და მისთანათა. // კუალად ითქმის: ღვთის გულისთჳს; ჩემის გულისთჳს. // გული მეთანაღრება, ე.ი. არ მომწონს, არ მემეტება, მენანება, ითქმის უქმად წარგებულის რისთჳსმე.

      Ⴂულიდამ ამოღება – (გულიდამ ამოვიღებ) განზრახვა, დასკუნა რომლისამე საქმის შედგომისა უსათუოდ.

      Ⴂულითადი – მისანდო.

      Ⴂულითადობა – გულით სიწრფელე.

      Ⴂულიო – მომცრო ტრედი ველური.

      Ⴂულის ამოსკუნა – (გულს ამოვისკუნი) ამოხვინჩვით ტირილი.

      Ⴂულის არევა – (გული მერევა), ზიდება,.

      Ⴂულის СКАЧАТЬ