Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴌიკო Ⴙუბინაშვილი
Чтение книги онлайн.

Читать онлайн книгу Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - Ⴌიკო Ⴙუბინაშვილი страница 49

СКАЧАТЬ გირგალი – ქარი ტრიალით მომბერავი, რომელიცა დახვევით ეკვეთება და განანქრევს რაჲცა შეხუდების.

      Ⴂრივი – აპანაგი, ძველებური საწყაო თესლეულთა, ანუ მარცვალთა.

      Ⴂრიკი – მთის ჟოლო.

      Ⴂრილი – მცირედ ცივი, სასიამოვნო სიცხის დროს. // ნივთი ცივის ბუნებისა, მხურვალის წინააღმდგომი (ითქმის უფრორე სამკურნალოთათჳს წამალთა).

      Ⴂრილობა – (ვაგრილებ) დაჩრდილება, დაგრილება სიცხისაგან.

      Ⴂრკალი – გრგოლი, კარშიკი.

      Ⴂრკჳნვა – (ვჰგრკჳნავ) ჩჩჳლთაგან შეხარვით რეცა უბნობა მზრდელთამდი.

      Ⴂროვა – ხროვა, ჯგუფად კრებულნი ერთგუარნი ცხოველნი. // ზვინად მოკრებულნი ერთგუარნი ნივთნი.

      Ⴂროვება – (ვაგროვებ) დაფანტულის ერთად შეკრება, მოქუჩება.

      Ⴂრუზი, გრუზა – თმახუჭუჭი, დაგრეხილი.

      Ⴂრუტუნი, ღრუტუნი – (გრუტუნებს) ტრედთ ხმიანობა.

      Ⴂრძელი – უმეტეს ზომისა ან წარზიდული.

      Ⴂრძნება – (ვჰგრძნებ) მოგვობა, მოქმედება მოქმედება განსაკჳრვოთა საქმეთა ხელოვნებით, ანუ ეშმაკის მანქანებით.

      Ⴂრძნეული – მოგჳ, მოქმედი ეშმაკურთა საქმეთა.

      Ⴂრძნობა – (ვჰგრძნობ, ვაგრძნობ, ვიგრძნობ) გაგება, შეგნება, მიხდომა. // ვაგრძნობ.

      Ⴂრძნობის საცავი – Ⴑაგრძნობელი ნახე.

      Ⴂრწყილი – კრწყილი.

      Ⴂრჭო, გრჯო – წურილი ლატანი.

      Ⴂრჯღა, კრჩხა – ხეთა ძირის მორთაგან განყოფილნი დიდნი რტონი, ხოლო ამათ ზედა განყოფილთა ეწოდების ბორჯლი და მათ ზედა – რტონი, და ნოშონი; კუალად უწურილესთა ხის წვერთა – კეწერო, კოწოლი და კუნწუხი, ხოლო უფურცლოსა ჩვილსა კეწერსა, ზამთრით ხვასტაგთა საკვებსა, – ნეკერი, სადა რტონი ორად განიყოფებიან, მას ეწოდების კაპი და მონაკვეთის რტოს ძირსა – როკი და ნუჟრი.

      Ⴂუადრუცი – ფიცრის კოლოფი (ნახე Ⴆარდახჩა).

      Ⴂუალე, ჰგუალე – მდაბიურად გოლე (ზმნა ესე იხმარების მხოლოდ ბრძანებითად), იარე, წამოდი, წარვედ, ჰგუალეთ, გარდაჰგუალე, წიაღმოჰგუალე.

СКАЧАТЬ