Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴌიკო Ⴙუბინაშვილი
Чтение книги онлайн.

Читать онлайн книгу Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - Ⴌიკო Ⴙუბინაშვილი страница 47

СКАЧАТЬ გლახაკი – უპოვარი, უქონელო, ანუ დაცემული სიმდიდრისგან. // Ⴈთქმის ნივთთათჳსცა და ჰნიშნავს ცუდსა, ბედითსა, ვითარ გლახა ღვინო, გლახა დანა, გლახა ნაწერი.

      Ⴂლემურძი – ღორის ხორცსა და ტყავს შუა მომსუქნო ადგილი.

      Ⴂლესა – (ვგლეს) განგოზა, წასმა რისამე, გაგლესა.

      Ⴂლეხი, გლეხიკაცი – მდაბიო, მსოფლიო მოსახლე.

      Ⴂლეხური – გლეხთ შესაფერი.

      Ⴂლეჯა – (ვჰგლეჯ) ხევა, მოხევა, დახევა, ანუ აღმოფხურა მცენარეთა, კრეფა ხილთა და მისთანათა.

      Ⴂლინვა – (გლინავს, ეგლინება) გველივით მუცლით ცორვა (Ⴈიარულში ნახე),

      Ⴂლისპი – ანჩხლი, კაპასი, ჯიქი, გაუგონარი, მიუკარებელი. // Ⴑაღვთოსა შინა წერილსა დაუდვიათ გაპარსულის ადგილს.

      Ⴂლოვა – (ვიგლოვ, ვგლოვობ) ვაება, ტირილი.

      Ⴂლოვა, გლოვობა – შავის შემოსა ჟამ რავდენმე მიცვალებულთა ზედა.

      Ⴂლუ – გლუვი უმქისო, უროკო, უხორკლო.

      Ⴂლუსუნი – (ვეგლუსუნები) ზედ წახეხება.

      Ⴂმერა – გმირვა, გუმერა, გურემა (ვჰგმერ, ვჰგმირავ, ვუგმერ) მახვილის კურა, განწონება, განგმერა.

      Ⴂმირი – დიდი და საზარელი ტანითა და უფროსღა ძალითა და საქმითა (ნახე Ⴈროელი).

      Ⴂმობა – (ვჰგმობ, ვიგმობი) გინება, გიობის წარმოთქმა. // უარის ყოფა საღვთოთა საქმეთა, ანუ დახსნა სჯულისა.

      Ⴂმობილი – დაწუნებული, არა ქებული.

      Ⴂმური – ხელშუბა (Ⴊახვართან ნახე).

      Ⴂნდე ნიღრი – გარეგანი კიდე საჭრელთა, ვითარ დანისა, ხმლისა, ცულისა და მისთანათა.

      Ⴂნოლი – (მფრ.) გლონი.

      Ⴂნომი – ძალი სულისა განხილვად მსგავსებასა ნივთთასა.

      Ⴂობა – ძელთაგან ამოჭრილი ჭურჭელი, სალაფავის ჩასასხმელინ შინაურთა ხვასტაგთათჳს.

      Ⴂოგვა – (ჰგოგავს) მფრინველთ ხლტომა ფეხითა მისაწონად (Ⴑირულში ნახე).

      Ⴂოგირდი – წუნწუბა, ჩექა.

      Ⴂოგმანი – გოგვა.

СКАЧАТЬ