Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴌიკო Ⴙუბინაშვილი
Чтение книги онлайн.

Читать онлайн книгу Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - Ⴌიკო Ⴙუბინაშვილი страница 36

СКАЧАТЬ დახუთვილი, კუტი.

      Ⴂანრყუნა – (განვრყუნი, განვირყუნები) განხრწნა, წახდენა, გაქსუვება.

      Ⴂანრყუნილი – წამხდარი, ან გაქსუვებული.

      Ⴂანრჩევა – (განვარჩევ, განვირჩევი) გარკვევა, გაშორება ერთი მეორისაგან.

      Ⴂანსაგებელი – სამნეო, სახელო, სამოურავო და მისთანანი.

      Ⴂანსაზავებელი – საეკლესიოთა სიწმიდის ჭურჭელთაგანი, რომლითაცა განიზავების ღვინო და წყალი, ანუ მოიღების მდუღარება.

      Ⴂანსაზღურვა, -რება – (განვსაზღურავ, -რებ) საზღურის დადება (ნახე საზღუარი).

      Ⴂანსასვენებელი – ადგილი განსვენებისა.

      Ⴂანსაფარდველი – გასასყიდი.

      Ⴂანსაცდელი – საფრხე, შესაბრკოლებელი.

      Ⴂანსაწმენდელი – სალხინებელი.

      Ⴂანსახლვა – განსახლებულობა, გარდასახლება სამკჳდროს ადგილიდამ, სხვაგან დასხლება.

      Ⴂანსახრწნელი – ხრწნილება, დახსნა კავშირისა ნივთთასა.

      Ⴂანსვენება – (განვუსვენებ, განვისვენებ, ნახე შესვენება).

      Ⴂანსივება – (განსივნების) დაშუპება, გაბერვა სიმსივნით.

      Ⴂანსლვა – (განვალ) გარეთ გამოსლვა, ანუ გაღმა გასლვა.

      Ⴂანსპეტაკება – (განვასპეტაკებ) გათეთრება, გასუფთავება.

      Ⴂანსქდომა – (გასქდების) განპება, გახეთქა, გაჩეხა

      Ⴂანსყიდვა – (განვსყიდი, განვისყიდები) განფარდვა, გაცულა საფასეზედ.

      Ⴂანსძეებული – ძუძუგაშვებინებული.

      Ⴂანსწავლა – (განვსწავლი, განვისწავლები) სწავლის მიცემა ან მიღება.

      Ⴂანსხმა – (განვასხამ) გარეკა, გალალვა, (ნახე გამოსხმა) // (განმესხმის) გამოსხმა, დასხმა, შერჭობა.

      Ⴂანსჯა – (განვსჯი, განვისჯები) გასამართლება //მოქმედება გონებისა, რაჟამს დაამტკიცებდეს რასმე ანუ უკუსთქმიდეს, ე.ი. შეერთება ანუ განყოფა იდეათა // გონება, ჭკუა, ძალი სულისა, პოვნად სრულთა იდეათა // წერილი, თხზულება რომლისამე საქმისათჳს გარდამოცემული.

СКАЧАТЬ