Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴌიკო Ⴙუბინაშვილი
Чтение книги онлайн.

Читать онлайн книгу Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - Ⴌიკო Ⴙუბინაშვილი страница 30

СКАЧАТЬ ნახე Ⴂანლევა.

      Ⴂალეული – მლევანი, ნალევა, ფრიად გათხელებული, დაწურილებული.

      Ⴂალექება – (გავლექდები) დიდად დათრობა, გაჭირვეულება.

      Ⴂალექსვა – (გავლექსავ) ლექსებად შეთხზვა, დაწერა.

      Ⴂალეწვა – (გავლეწ) კალოზედ ძნათა მოთელვა მკევრებით გამოსარჩევად მარცვალთა ბზისაგან.

      Ⴂალია, გალიაკი – მფრინველთა და მხეცთ შესაწყუდევი კალათი, დაფანჯრული მართულებისგან, ანუ დაწნული წნელებისგან.

      Ⴂალობა – (ვჰგალობ) საამო ხმა ლოცჳსა, ანუ ქებისა ღვთისადმი // ავაჯით მოთქმა სადღესასწაუოლოთა და ღვთისადმი სამადლობელთა სტიხთა.

      Ⴂალოპრილი – ხე ქერქ შემოძრობილი.

      Ⴂალუმბვა – (გავილუმბვი) ძრიელ დასველება.

      Ⴂალხობა – (გავალხობ, გალხვების) გაყინულის შედნობა.

      Ⴂამაგრება – (გავამაგრებ) განმტკიცება, სიმტკიცის მიცემა.

      Ⴂამართება – (გავემართები) წარმართება, გზას გასლვა, გადგომა წასასვლელად სადმე.

      Ⴂამართვა – (გავმართავ) მრუდის გასწორება, ან გარიგება // მოშლილთა საკრავთა შეწყობა რიგზედ // გაწურთნა, გაგერშვა მფრინველთა // (გავიმართები, ხელს გავიმართავ) შოვნა საჭიროსა საფასისა.

      Ⴂამარჯვება – (გავიმარჯვებ) მორევნა, ძლევა მტერთა. // (განმემარჯვების) კეთილწარმატება, მარჯვედ ქმნა. Ⴄსრეთ შემთხვევასა შინა ურთიერთისასა ითქმის: გამარჯვება შენი, ე.ი. მსურს შენდა კეთილწარმატება და პასუხად მიეგების: გაგიმარჯოს, ხოლო გამოთხოვასა ზედა ითქმის: მშვიდობით და გამარჯვებით.

      Ⴂამასპინძლება – (გავმასპინძლდები) სტიმართ დახვედრა პურობითა

      Ⴂამგე – განმგე, მნე, მოხელე კეთილმოურნე.

      Ⴂამგონი – საქმის მიმხდომი // დამჯერი, დაუზარებელი მოსმენისა.

      Ⴂამდელი – მოახლეთ უფალა, უპირველესი შიმუნვართა ანუ მხევალთაგან (გამზდელი).

      Ⴂამდიდრება – ნახე Ⴂანმდიდრება.

      Ⴂამზითვა – (გავმზითავ) მზითევის მიცემა გათხოვილი ქალისადმი.

СКАЧАТЬ